დაშავდა ათზე მეტი ადამიანი, დაღუპულები არ არიან" />

ბაქოში ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრი გაანადგურა

დაშავდა ათზე მეტი ადამიანი, დაღუპულები არ არიან

ფოტო: www.ona.az

26 მარტს, გამთენიისას, ბაქოს გარეუბანში, სავაჭრო ცენტრ Diqlas-ში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს. არავინ დაღუპულა. ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა კვამლით და სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო. ასევე, დაშავდნენ მაშველები.

სავაჭრო ცენტრი გახსნილი იყო ე.წ. მერვე ბაზართან – დიდი ბაზარი, რომელიც ცნობილია იმით, რომ იქ შეიძლება ფაქტობრივად ყველაფრის შეძენა, რასაც მოისურვებ.

• ენერგეტიკული აპოკალიფსი აზერბაიჯანში – ფოტოები, ისტორიები და კომენტარები

• ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან

ხანძარმა სავაჭრო ცენტრის შენობა სრულიად გამოუსადეგარი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარს არა მხოლოდ სახანძრო მანქანები, ასევე გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენები აქრობდნენ, ცეცხლის ალი ბაზარზეც გადავიდა. ძლივს მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. მის მთლიანად ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა.

წინასწარი ვერსიით, ყველაფერი მეზობლად მდებარე სასადილოში მომხდარი აფეთქებით დაიწყო. სწორედ მან მოახდინა სავაჭრო ცენტრში ხანძრის პროვოცირება, რომლის ფასადიც მოპირკეთებული იყო ალკოპანით – ადვილად აალებადი მასალით.

გადაუდებელი სიტუაციების სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შტაბის უფროსი, აკპერ ნოვრუზოვი ასევე ამბობს, რომ შენობაში არ იყო დაცული ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.

უხარისხო და ადვილად აალებადი მოსაპირკეთებელი მასალები ადრე უკვე გახდა ბაქოში ხანძრის მიზეზი. მათგან ყველაზე მასშტაბური 2015 წლის მაისში მოხდა – დაიწვა მრავალსართულიანი სახლი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვი.


ასევე წაიკითხეთ