საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება" />

აფხაზეთი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯერ მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოთქვა

საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება

 აფხაზეთში ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო რბოლა – არჩევნები 2019 წლის 21 ივლისსაა დანიშნული.

თავდაპირველად სავარაუდო თარიღად სხვა დღე განიხილებოდა. საპარლამენტო კომიტეტმა კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების გამართვის თარიღად საზოგადოებას 14 ივლისი შესთავაზა, რადგან საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა პედაგოგები არიან, რომლებიც, როგორც წესი, ივლისის დასაწყისში შვებულებაში იმყოფებიან.

თუმცა, დეპუტატების ხმათა უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტის სპიკერის წინადადებამ არჩევნების ერთი კვირით გვიან გამართვასთან დაკავშირებით.

 მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

• აფხაზეთის პოლიტიკურ ველზე „მესამე ძალის“ გამოჩენა გადაიდო

ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოთქვა. ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ასტამურ ტარბაა, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში არ ჩანდა.

ტარბა საკუთარ თავს წარმოადგენს, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც საზოგადოების აქტიური ნაწილის გაერთიანება შეუძლია სრულმასშტაბიანი რეფორმების გასატარებლად.

მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოვალეობის შესრულებას 2014 წლის 25 სექტემბერს შეუდგა.

კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი გახდე, აუცილებელია, რამდენიმე მოთხოვნას პასუხობდე:

• იყო აფხაზეთის მოქალაქე

• იყო ეთნიკურად აფხაზი

• თავისუფლად ფლობდე აფხაზურ ენას

• იყო არანაკლებ 35 და არაუმეტეს 65 წლისა

• ფლობდე საარჩევნო ხმის უფლებას

• მუდმივად ცხოვრობდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არჩევნებამდე არანაკლებ უკანასკნელი 5 წლისა

პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა და ერთსა და იმავე ადამიანს არ შეუძლია ამ პოსტის ზედიზედ ორ ვადაზე მეტით დაკავება.

პრეზიდენტთან ერთად ირჩევა ვიცე-პრეზიდენტიც. „საკუთარი“ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას პრეზიდენტობის კანდიდატი თავად წარადგენს.

ვიცე-პრეზიდენტისთვისაც იგივე მოთხოვნები არსებობს, რაც პრეზიდენტისთვის. ერთადერთი, ეთნიკური კუთვნილების გამოკლებით: ვიცე-პრეზიდენტობისათვის არ არის აუცილებელი, რომ იყო ეროვნებით აფხაზი.

ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ