ყველაზე უხეში დარღვევები აზერბაიჯანის სასამართლო დარბაზებში
ეს პრობლემა მწვავედ დგას ქვეყანაში. აი, იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომლებსაც თითქმის ყველა პროცესზე შეიძლება წააწყდეთ:
სასამართლო დარბაზებში დამკვირვებლების არშეშვება
ზოგადად, არ არის გამორიცხული, ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ნებისმიერი სასამართლო პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომარტიური კორპუსების წარმომადგენლების მონიტორინგის გარეშე წარიმართოს. ასეთი შემთხვევები აღინიშნა ჟურნალისტების – ხადიჯა ისმაილოვასა და სეიმურ ხაზის გახმაურებულ პროცესზე. იგივე მოხდა უფლებადამცველ ლეილა იუნუსის პროცესზეც. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში, დამკვირვებლებს შეეზღუდათ უფლება – შეესრულებინათ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა, ჩაეტარებინათ პროცესების მონიტორინგი.
დარბაზში, რომელიც 50ადამიანზეა გათვლილი, 6 ან 7 ადამიანს უშვებდნენ მხოლოდ. გაოგნებულ ჟურნალისტებს პასუხობდნენ, რომ დარბაზში ყველა ადგილი დაკავებული იყო და მათთვის სკამები აღარ ყოფნიდათ.
იურისტის კომენტარი: “ასეთ შემთხვევებში ძიებისა და განაჩენის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება,- განაცხადა სამირა აგაევამ, რომელსაც თავადაც ბევრჯერ მოუწია სასამართლო დარბაზის დახურული კარის წინაშე დგომამ, – ეს ერთმნიშვნელოვნად არღვევს სასამართლოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ეს პრინციპები კი კანონიერების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია.”
მოსამარათლის მიკერძოებული დამოკიდებულება მხარეების მიმართ
ხშირად ყველა შუამდგომლობა კმაყოფილდება და ყველა მოწმე იკითხება, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ; როგორც წესი, პრივილეგირებული ბრალდების მხარეა ხოლმე; დაცვის შუამდგომლობებს კი, ჩვეულებრივ, იგნორირებას უკეთებენ. მაგალითად, ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვის საქმის მოსამზადებელ სხდომაზე ადვოკატმა 8 შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან მოსამარათლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა. იგივე განმეორდა იურისტ ინტიგამ ალიევის პროცესზეც.
იურისტის კომენტარი: “ჩვენ მოვახერხეთ დაგვემტკიცებინა ხაჯიბ ისმაილოვის ბრალდების სიყალბე და უსაფუძვლობა. ხელთ ტყუარი ფაქტები გვქონდა. მაგალითად, გვქონდა იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ მოწმეთა ჩვენებები გააყალბეს; თუმცა, მოსამართლეს ეს გარემოება არ გაუთვალისწინებია. ასეთი ქცევით სასამართლო უხეშად არღვევს კანონს.”
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა
აზერბაიჯანის სასამართლოებში ეჭვმიტანილებს რკინის გალიებში სვამენ. ადვოკატები ამ ფაქტს ეჭვმიტანილის პიროვნების დამცირებადა და მისი დაცვის უფლების დარღვევად აფასებენ. მათი პოზიცია მარტივია. იურისტის კომენტარი: “ეჭვმიტანილის გალიაში ჩასმა უბრალოდ დამამცირებელია და თან, ეს პრაქტიკა მოპასუხე მხარეზე ზეწოლის ერთგვარი საშუალებაა. როგორ გგონიათ, სად უფრო უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იგრძნობს თავს ეჭვმიტანილი – გალიაში, თუ თავისი ადვოკატის გვერდით?”- კითხულობს ადვოკატი ოსმან კაზიმივი.
აზერბაიჯანის სასამართლო ხელისუფლების მთავრობისადმი დაქვემდებარება
ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ჩინოვნიკები მოსამართლის მოთხოვნებს არ ითვალისწინებდნენ, ზოგჯერ კი საერთოდ არ ცხადდებოდნენ მოწმედ, სასამართლო მოწვევის მიღების შემდეგაც კი.
ამას წინათ სასამართლო განიხილავდა საქმეს, რომელშიც სამძებრო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ემინ შეკინსკის სახელი ფიგურირებდა. ეჭვმიტანილების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ზემოაღნიშნული ჩინოვნიკის გამოძახება მოითხოვეს, რადგან მისმა წარმომადგენელმა ადვოკატების ზოგიერთ კითხვას ვერ უპასუხა. მოსამართლემ მიიღო შუამდგომლობა, მაგრამ შეკინსკი არ გამოცხადდა პროცესზე. მოსამართლეს დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირვებია იმის განსაცხადებლად, რომ სასამართლო პროცესი შეკინსკის გარეშეც შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო. მან, ფაქტობრივად, მანამდე მიღებული გადაწყვეტილებისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა.
იურისტის კომენტარი: “ადვოკატი ხალიდ ბაგიროვი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი წინასწარ გაცხადებული რეფორმების განხორციელებაა. თუმცა, ხელისუფლებას ამის ნება არ გააჩნია და ამიტომ, სასამართლო პოლიციაზეა დამოკიდებული, რაც დამამცირებელია. ჩვენი მოსამართლეები არა მხოლოდ მინისტრებს, არამედ სამინისტროს რომელიმე აღმასრულებელ დირექტორსაც კი ვერ იბარებენ დაკითხვაზე,”- აღნიშნავს ხალიდ ბაგიროვი.