სომხეთში 1999 წელს პარლამენტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამოძიებას მოითხოვენ
18 წლის წინ ამ დღეს, სომხეთის ხელისუფლება მეთაურების გარეშე დატოვეს: ტერორისტების ჯგუფი ეროვნული საკრებულოს შენობაში შეიჭრა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები დახოცა – ყოველწლიურად ხალხი და პოლიტიკური ელიტა პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას – ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ საქმე ბოლომდე არ არის გახსნილი და დამკვეთები არ დასჯილან.
1999 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული საკრებულოს მორიგი სხდომის დროს, როდესაც, დადგენილი წესის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდნენ, მოხდა თავდასხმა: შეიარაღებულმა პირებმა ეროვნული საკრებულოს სპიკერი კარენ დემირჩიანი, პრემიერი ვაზგენ სარგსიანი, ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერები და დეპუტატები დახოცეს.
დაჭრილებს და გადარჩენილებს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ყოფნა და იმის ყურება მოუწიათ, თუ როგორ იცლებოდნენ სისხლისგან ქვეყნის ლიდერები. მოკლულების სხეულები შენობიდან მხოლოდ მოგვიანებით გაიტანეს.
მანამდე ტერორისტები გარკვეულ პირობებს აყენებდნენ: ისინი მაშინდელ მოქმედ პრეზიდენტთან, რობერტ კოჩარიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ – საბოლოოდ, ნაირი უანაიანმა, შეიარაღებული ჯგუფის ლიდერმა, კოჩარიანთან პირისპირ შეხვედრა მოახერხა.
ოპოზიცია აქამდე ვერ იღებს პასუხს იმაზე, თუ რაზე იმსჯელეს კოჩარიანმა და უნანიანმა. ეროვნული საკრებულოს ახლანდელმა დეპუტატმა არამ სარგსიანმა, თავდასხმის დროს მოკლული პრემიერ-მინისტრის ვაშგენ სარგსიანის ღვიძლმა ძმამ, გაკვირვება გამოხატა იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა, რომ ეს საუბარი არ ჩაიწერეს.
სახელმწიფოს პირველი პირების მკვლელ ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი ციხეში სხვადასხვა გარემოებებში გარდაიცვალა: ერთი სუიციდით, მეორე კი – მოულოდნელად.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს საქმე მანამდე არ გაიხსნება, ვიდრე სომხეთში ხელისუფლება არ შეიცვლება. დეპუტატ არამ სარგსიანის აზრით, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს მარტივად შეიძლება მოეძებნოს ახსნა:
„რატომ აცხადებდა პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე რობერტ კოჩარიანი, რომ ეს „საუბნო“ საქმეა, და უნდა დადგინდეს, თუ ვინ იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში და ზოგიერთი ფრაქცია საერთოდ რატომ არ გამოცხადდა სხდომაზე, ვინ და რატომ არ იყო.
ქვეყნის ხელისუფლება თავკაცების გარეშე დატოვეს, რჩებოდა მხოლოდ ერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ტერაქტის მათავარ ორგანიზატორთან მოლპარაკებებზე წავიდა და ეს მოლაპარაკებები არც კონტროლდებოდა და არც ჩაწერილა. რატომ მოხდა ასე? როგორ შეიტანეს იარაღი ეროვნულ საკრებულოში, ვინ შეიტანა – თავად დაჯგუფების წევრებმა, თუ მანამდე ვინმე სხვამ? ბევრი კითხვა არსებობს. ეს სრულიად ბნელით მოცული საქმეა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია“, – აღნიშნა არამ სარგსიანმა.
ეროვნული საკრებულოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა არა ბაბლოიანმა აღნიშნა, რომ ლოგიკურად მიაჩნია ადამიანების ურწმუნობა იმის თაობაზე, რომ ეს საქმე ოდესმე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ორგანიზატორი უკვე დადგენილია.