არქივი- 27.06.2019 ნიკა მელიას გირაო შეეფარდა. მას არ დააპატიმრებენ გაზიარება გაზიარება თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას. მელიას პროკურატურა ბრალად სდებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. თუ დეპუტატს ბრალი დაუმტკიცდა, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ოცი დღის ვადაში გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. უკვე ორი დღეა ამ დეპუტატის გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეეძლო პროკურატურას სასამართლოსთვის მიემართა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით. მელიას საკითხზე კენჭისყრა გუშინ, 26 ივნისს შედგა. კენჭისყრას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია. საპარლამენტო უმრავლესობამ 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიას დაკავების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს სწორედ დღეს მიმართა, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ პატიმრობის ნაცვლად მელიას გირაო შეუფარდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აღშფოთებისა და წნეხის შემდეგ მიიღო. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ბრალი დაუმძიმეს ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანია დაასახელეს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთებად ძმები კაკულიები და ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანია დაასახელეს
"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“: როგორ ცვლის ოცნების მთავრობის რეფორმა საქართველოს უნივერსიტეტების რუკას
ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ბრალი დაუმძიმეს ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს
მმართველი პარტიის ინიციატივა: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად ცხადდება
ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ბრალი დაუმძიმეს ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს
"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“: როგორ ცვლის ოცნების მთავრობის რეფორმა საქართველოს უნივერსიტეტების რუკას
მოსაზრება: ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, ოცნების საგარეო პოლიტიკის კრახის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა