„ვორდან ქარმირი“ გადაშენების პირასაა
კოშენილის „ნაკრძალში“ არსებული პრობლემები
არმავირის ოლქში კოშენილის ორი „ნაკრძალი“ მდებარეობს. არაზაპის საზღვრებში მდებარე აღკვეთილი 198 ჰექტარზეა გადაჭიმული, ჯრარატში არსებული დაცული ტერიტორიის ფართობი კი 22 ჰექტარია. პორობლემა ისაა, რომ ეს ტერიტორიები მმართველობაში გადაეცა ორ სასოფლო თემს, რომელთაც ამ ზონების ფინანსური
ამის გამო სასოფლო თემების ხელმძძღვანელებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას. მამასახლისები ზემდგომ ორგანოებს ფინანსური რესურსების გამოყოფას სთხოვენ თუმცა ამის პასუხად აღმასარულებელი ხელისუფლება მათ ჰპირდება, რომ აღნიშნულ პრობლემას შეისწავლის. სასოფლო თემებს იმდენად შეზღუდული რესურსები აქვთ, რომ ვერაფრით შეძლებენ დაცული ტერიტორიების პერიმეტრზე ღობის გამართვას. სახსრები. ღობის გარეშე კი დაცული ტერიტორიის ატრიბუტის როლს მხოლოდ საინფორმაციო დაფაღა ასრულებს.
მცირე ინფორმაცია კოშენილისა და კარმინის შესახებ
სომხეთში კოშენილი არმავირისა და არარატის ოლქებში ბინადრობს და სწორედ ამ რეგიონებში შეიქმნა სპეციალური დაცული ზონები, რომელთა მიზანსაც ამ მწერის გამრავლება წარმოადგენდა.
ამ თვისების გამო კარმინს ადრე არაერთი მემატიანე იყენებდა. ამაზე მეტყველებს სომხურ მუზეუმებში გამოფენილი ხალიჩები და ქსოვილები, რომლებსაც კარმინით შეღებილი ძაფების წყალობით, დღემდე შეინარჩუნა ხასხასა ფერები.
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ეთნოგრაფი სვეტლანა პოღოსიანის თქმით, მემატიანეებმა მრავალი ჩანაწერი დატოვეს იმის შესახებ, რომ ამ საღებავით შეღებილ ხალიჩები და ტანაცმელი სილამაზითა და მიმზიდველობით გამოირჩეოდა. კარმინი ბუნებრივი საღებავია და ამიტომ მთელ ქსოვილს სიხასხასეს ანიჭებდა. მისი საშუალებით ნაჭერი არ ხუნდებოდა და არასდროს კარგავდა ბრწყინვალებას.
ბუნებრივი საღებავი მთელ ტილოს
სომხეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კარმინით შეღებილი ქსოვილებისა და ხალიჩების დიდი კოლექცია ინახება. სვეტლანა პოღოსიანი დარწმუნებულია, რომ „ვორდან ქარმირი“ შეუცვლელი მასალაა სხვადასხვა ელფერის წითელი საღებავის მისაღებად. ეთნოგრაფი დანანებით აღნიშნავს, რომ კარმინის შეუცვლელობა საკმარის მიზეზს არ წარმოადგენს კოშენილის მოშენებისათვის.
სხვათა შორის, კოშენილისგან საღებავის მისაღებად საბჭოთა პერიოდში ამ მწერის დაცვისა და გამრავლების საქმე სახელმწიფო დონეზე იქნა აყვანილი. კოშენილის გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო მწერების ამ სახეობას განადგურება ემუქრება.
რატომ იხოცებიან მწერები
არმავირის ოლქში კოშენილის „ნაკრძალი“ 1985 წელს შეიქმნა. დაცული ტერიტორია შემოღობეს და ამ ზონაში უცხო პირთა შესვლა აკრძალეს. 90-იან წლებში ღობე მოირღვა. ამჟამად საინფორმაციო დაფა ერთადერთი მანიშნებელია, რომელიც ნაკრძალის არსებობაზე მიუთითებს. ნაკრძალის ზონაში ყველაფრის პოვნა შეიძლება – კოშენილის გარდა. ეს ტერიტორია საძოვრებად და ერთგვარ გზაჯვარედინად იქცა, სადაც მეზობლად მდებარე სოფლების დამაკავშირებელი გზები იკვეთება. აქ მთელი დღის მანძილზეც რომ ეძებოთ, მაინც ვერ იპოვით კოშინელს. ეს მწერები შემოდგომაზე მრავლდებიან – იმ პერიოდში, როდესაც მუხლუხოები მიწის ზედაპირზე ამოდიან.
ეკოლოგ გალუსტ ნანიანის თქმით, მწერები მხოლოდ ნიადაგის ზედაპირზე მრავლდებიან, ადამიანები და ცხოველები კი მიწას თელავენ, რის გამოც მუხლუხოები ზემოთ ვერ ამოდიან. მწერების გამრავლების პერიოდი მხოლოდ ერთ თვეს გრძელდება (დაახლოებით 15 სექტემბერს იწყება და 15 ოქტომბერს სრულდება).
მამასახლისებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სომხეთში კოშინელი განადგურების პირასაა მისული. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მწერების გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ამასთან, შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული – რათა წელს მაინც არ დაგვიანდეს…
ადგილობრივები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში აქ იმდენი კოშინელი ბინადრობდა, რომ მთელი ტერიტორია წითლად იყო „შეღებილი“. დღეს კი ორიოდე კოშინელის პოვნაც კი ჭირს.
შემოდგომაზე მწერების ახალი თაობა უნდა გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, წესით ასე უნდა მოხდეს, მაგრამ უკანასკნელი წლების გამოცდილება ამის იმედს არ იძლევა.