ვმუშაობ და მეშინია. თბილისში გარემოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდა
თბილისში გარე მოვაჭრეებსა და მერიას, პოლიცასა და მოქალაქეების ნაწილს შორის დაპირისპირების მორიგი რაუნდი.
მერიის 19 მარტის სპეციალური გადაწყვეტილებით აღმაშენებლის გამზირზე გარე სტელაჟების დემონტაჟი ყოველდღიური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს, რომელშიც 20-30 ადამიანი მონაწილეობს.
მოვაჭრეების მიერ აშენებული უკანონო ნაგებობები თითქმის დაშლილია, მერია კი მათ ნებადართულ ადგილებზე, ბაზარში განთავსებას სთავაზობს. იმისთვის რომ ახალ გარემოს უკეთ მოერგონ გარემოვაჭრეები გადასახადებიდან 6 თვე გაათავისუფლეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მოვაჭრეებს მოუწოდებს დატოვონ ქუჩებინდა ბაზარში გადაინაცვლონ.
“გარევაჭრობა აღარ დაბრუნდება”, – ამბობს ის.
თუ მერიას დავუჯერებთ მალე გარემივაჭრეები ქალაქის სოიალური ფენიდან გაქრებიან. ამიტომ ახლოდნ შევხედოთ მათაც და იმ თბილისელებსაც ამ ფენის სასწრაფოდ გაქრობა სურთ.
თბილისში ბაზრები სწრაფად და სპონტანურად ჩნდება ყველგან, სადაც კი შეიძლება წარმოიდგინო. იმ ადგილზე, სადაც, დავუშვათ, ჯერ ვკიდევ გუშინ ავტობუსის გაჩერება შეიძლებოდა ყოფილიყო, დღეს ბებია ზის, რომელიც სიგარეტსა და საღეჭ რეზინს ყიდის. ხვალ კი იმავე ადგილას შეიძლება ახალქალაქის კარტოფილის გამყიდველი, გარდაბანელი მემწვანილე ან თუთიყუშიანი ბოშა ქალი იდგეს.
საქართველოში არასანქცირებული გარე ვაჭრობა აკრძალულია. კანონის მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანს ხუთასლარიანი ჯარიმა ეკისრება, მის დახლი კი უპირობო დემონტაჟს ექვემდებარება.
თუმცა, საშუალოსტატისტიკურ გარემოვაჭრეს არც დახლი აქვს და არც ფული იმისთვის, რომ ჯარიმა გადაიხადოს, ამიტომ სამართალდამცველების მხრიდან ამ სანქციის გატარების ყველა მცდელობა თითქმის ყოველთვის ისტერიკით, სკანდალითა და წყევლა-კრულვით სრულდება ხოლმე.
ის ადამიანები, რომლებიც თბილისის არასანქცირებულ, სახელდახელო ბაზრებზე ვაჭრობენ, ყოველთვის ფრთხილობენ. ისინი მზად არიან, ნებისმიერ მომენტში დაიტაცონ საკუთარი გასაყიდი საქონელი და პოლიციისგან შორს, უახლოეს სადარბაზოში დაიმალონ.
2016 წელს საქართველოში რეგისტრირებულ ოფიციალურ ბაზრებზე 50 000 ადამიანი ვაჭრობდა. აღსანიშნავია, რომ არასანქცირებულ ბაზრებში მოვაჭრე მეწარმეების რიცხვი ათჯერ მეტია.
თვითდასაქმებულთა რიცხვი ბევრად უფრო ზუსტად განსაზღვრავს გარემოვაჭრეების რაოდენობას, ამ კატეგორიაში კი დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი შედის. ძირითადად, სწორედ ამ ჯგუფში შედიან გარემოვაჭრეები.
მოვლენის მასშტაბების გასაგებად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში სულ 1 მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია დასაქმებული; ანუ, დასაქმებული ადამიანების 52% თვითდასაქმებულია და ბაზრებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, თუ ავტობის გაჩერებებზე ვაჭრობით ირჩენს თავს.
გამოდის, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი იძულებულია, დაიმალოს პოლიციის დანახვისას, ეშინოდეს ჯარიმის და არასდროს იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ხვალაც ექნება მუშაობისა და ფულის შოვნის საშუალება.
ტრადიციულად, გარემოვაჭრეებით ყველა პოლიტიკური ძალა მანიპულირებს. საზოგადიების ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ჯგუფისათვის ბევრი წინასაარჩევნო დაპირების მიცემის ცდუნება ძალიან დიდია.
ლეგალიზაციის მომხრეებად ძირითადად თავად მოვაჭრეები და მათი ოჯახები გვევლინებიან, რაც საკმაოდ ბევრ ადამიანს გულისხმობს.
თბილისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი გარევაჭრობის წერტილების დახურვას უჭერს მხარს.
უკმაყოფილების მთავარი მიზეზებია ანტისანიტარია და ტყუილი. ბაზარში ყოველთვის სიბინძურეა. ამასთან მყიდველებს ხშირად ატყუებენ წონაში; ასევე – ზაფხულში გაფუჭებული პროდუქტის შეძენის რისკიც იზრდება.
ამის პარალელურად, ქართულ პრესაში გამუდმებით იბეჭდება მასალები ამ სფეროში არსებული კორუფციის შესახებ. აღნიშნულ პრობლემის განხილვისას ჟურნალ-გაზეთებში პერიოდულად ქვეყნდება ცნობები იმის შესახებ, რომ არასანქცირებულ ბაზრებზე რეგულარულად კრეფენ უკანონო, არაოფიციალურ ‘გადასახადს’, რომელიც გაურკვეველი პირების ბიუჯეტს ავსებს.
საერთოდ, გარევაჭრობა ძალიან არაერთგვაროვნად გამოიყურება და ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო ფორმებით ხასიათდება.
მაგალითად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ნატურალური გაცვლა ხდება ჩვეულებრივი ვაჭრობის ნაცვლად. ადგილზე ჩადის დანჯღრეული, საჭირო ნივთებით (წინდებით, თეთრეულით, კოლგოტებით) დატვირთული მანქანა. აღნიშნულ ნივთებს ადგილობრივები საკუთარი პროდუქციის (ყველი კვერცხი, პომიდორი) სანაცვლოდ იღებენ.
ამ ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა კარგად იციან, როდის იღებს სოფლის მოსახლეობა პენსიებს და ცდილობენ, ვიზიტი სწორედ ამ თარიღს დაამთხვიონ, რომ ნაღდი ფულიც იშოვონ.
სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის პენსია შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ მხოლოდ მაშინ ხარჯავენ, როდესაც ბარტერული გაცვლა შეუძლებელია; კერძოდ კი ბენზინის შეძენისას, ავტობუსის ბილეთისთვის, ექიმთან ვიზიტის დროს და ა.შ.
ქალაქებში კი ონლაინ ვაჭრობა ვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილი ბაზრების მსგავსად, ონლაინ ვაჭრობაც არასანქცირებულია უმეტეს შემთხვევებში. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ბევრი ანგარიში იქმნება სახელებით ‘ბავშვების ფეხსაცმელები იაფად’, ‘კაბები შეკვეთით’ და ა.შ.
სხვათა შორის, ფეისბუქის ქართულ სეგმენტში ყველაზე დიდ პოპულარობას ის ჯგუფები ინარჩუნებენ, რომლებშიც ყიდვა-გაყიდვაა გაჩაღებული და, ისევე როგორც ნებისმიერ კავკასიურ ბაზარში, აქაც არამხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ ადამიანების დასათვალიერებლად, გასართობად, საკამათოდ და საკუთარ აზრზე დასარჩენად იკრიბებიან.