ენერგოკოლაფსი სომხეთში. თითქმის მთელ ქვეყანაში დენი დროებით გამოირთო
მთელ სომხეთში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მასშტაბური პრობლემები დაფიქსირდა. ერევანში საჭირო გახდა მეტროს მგზავრების ევაკუირება – ვაგონები ზედ მეტროს სარკინიგზო ხაზზე გაჩერდა. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო, შეფერხებები ჰქონდათ მობილური და ინტერნეტ-კავშირის ოპერატორებსაც.
რა არის მიზეზი
ელექტროენერგიის გამორთვისთანავე სომხეთის ხელისუფლებამ ენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი ავარიის შესახებ განაცხადა. პრობლემები ერევნის თბოენერგეტიკურ სადგურსა და რაზდანის თბოენერგოსადგურის მე-5 ენერგობლკზე წარმოიშვა.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ტერიტორიული მართვის მინისტრის მოადგილემ აკოპ ვარდანიანმა საგანგებო პრეს-კონფერენცია მოიწვია. მან განაცხადა, რომ ბლექაუთი სომხეთში, შესაძლოა, ირანის ენერგოსისტემაში არსებული პრობლემებით იყოს პროვოცირებული.
“სომხეთისა და ირანის ენერგოსისტემები სინქრონულადაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ძაბვის მერყეობა ირანის ენერგოსისტემაში მძლავრმა გადაცემამ გამოიწვია. ჩვენმა ირანელმა კოლეგებმა ანალოგიური პრობლემების შესახებ გვაცნობეს.ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზია”.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქსელში ძაბვის მძლავრი გადაცემა მოხდა.
რესპუბლიკის ჩრდილოეთი რაიონები დროებით საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას მიუერთდა.
„ამჟამად სომხეთის ლორისა და ტავუშის ოლქები ( რესპუბლიკის ჩრდილოეთი) საქართველოს ენერგოსისტემას შეუერთდა. იქედან საათში 28 მეგავატ ელექტროენერგიას ვიღებთ. სომხეთის ენერგოწარმოება თითქმის 70%-ით აღდგენილია. ერთი საათის განმავლობაში რაზდანის თბოენერგოსადგურის მე-5 ენერგობლოკი ენერგოსისტემას შეუერთდება. მთელი ამ საათების განმავლობაში ქვეყანაში მოხმარების მოცულობა 850 მეგავატს შეადგენდა, ამჟამად დაახლოებით 600 მეგავატის გამომუშავება ხდება“.
ვარდანიანი ირწმუნება, რომ თუკი დიდი ძაბვის გადაცემა მეტად არ მოხდება, მაშინ 18.00 მთელი ენერგოსისტემის მუშაობა მთლიანად აღდგება. მან ასევე განაცხადა, რომ თუ სომხეთის ენერგოსისტემის თანამშრომელთა ბრალეულობა გამოვლინდება, ისინი დაისჯებიან.
როგორ მუშაობს სტრატეგიული ობიექტები სომხეთში
გამორთვის შემდეგ ერევნის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო სადგურებსა და ვაგონებში მყოფი მგზავრების ევაკუირება მოხდა.
შეფერხებები დაფიქსირდა ასევე სარკინიგზო ხაზების მუშაობაში, თუმცა მათი აღმოფხვრა შეძლეს, და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში კურსირებენ.
მეწამორის ატომური ენერგოსადგური პირველი ივნისიდან გეგმიური რემონტისთვის შეჩერდა. ის ძაბვის ცვალებადობის დროს სისტემაში არ იყო, ის ელექტროენერგიას მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისთვის იყენებდა. თანაც, ატომური სადგურის თანამშრომლებმა ის ძაბვის მერყეობის დროს ენერგოსისტემიდან გამორთეს, და აქ დიზელზე მოუშავე გენერატორები ჩართეს. მერყეობის აღმოფხვრის შემდეგ სადგური ისევ საერთო სისტემას მიუერთდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ატომურ სადგურთან დაკავშირებით საფრთხეები არ არსებობს, ის სრულიად უსაფრთხოდაა.
ბევრ დასახლებულ პუნქტში სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის პრობლემა გაჩნდა. იმ სახლებში, სადაც წყალს საქაჩებით იღებენ, წყალმომარაგების პრობლემები წარმოიშვა.
გაჩნდა ინფორმაცია, რომ ენერგია არ მიეწოდება ასევე აეროპორტ „ზვარტნოცს“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერევნისა და გიუმრის აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველა კლინიკა და საავადმყოფო საშტატო რეჟიმში მუშაობს. მან ასევე სთხოვა მოქალაქეებს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოიხმარონ, „რათა ის მნიშვნელოვან დაწესებულებებს ეყოს“.