დანგრეული და დაბინძურებული ქუჩების გამო, აფხაზეთის საკურორტო სეზონი საფრთხის წინაშე დადგა
აფხაზეთში ტურიზმი მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროებს შორის ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებს, განსაკუთრებით – ზაფხულში, და ის 20 ათასამდე ადამიანს სამუშაოთი უზრუნველყოფს. 2018 წელს აფხაზეთში ორი მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, მათ შორის ნახევატზე მეტი – ერთდღიანი ექსკურსიებით.
• აფხაზეთში უცხოელებს ექსკურსიების ჩატარება აუკრძალეს
ამ მონაცემების შესახებ აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის მინისტრმა ავთანდილ გარცკიამ საკუროროტო სეზონის მზადებისთვის გამართულ თათბირზე განაცხადა
ამავდროულად აფხაზეთის სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვა მიმდინარეობს — რატომ ხვდება ქალაქები და ქუჩები მორიგ საკურორტო სეზონს არასახარბიელო იერით — ნაგვის გროვებითა და დამტვრეული გზებით.
• რით აფრთხობენ აფხაზეთის კურორტები რუს ტურიტებს
ყველაზე მეტი პრეტენზია იმ ქუჩების შესახებ გამოითქმის, რომლებიც ცენტრალურ ბაზარს ესაზღვრება. იქ დღის პირველ ნახევარში ფეხით გავლაც შეუძლებელია და მანქანითაც. ავტომობილები ზედ დამტვრეულ ტროტუარებზე აჩერებენ, ირგვლივ ყველგან ნაგავი ყრია.
სოხუმის სანაპიროზე, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილას, მართალია, სისუფთავეა, მაგრამ ლამპიონების ნაწილი არ ანათებს, პარაპეტების კიდეები ჩამომტვრეულია.
„ოპოზიციონერების მიტინგებზე მეტად, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტურისტებს დამტვრეული ტროტუარები და ნაგავი აფრთხობთ“, — წერენ სოციალურ ქსელებში.
„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჩვენი ხელისუფლება ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს. მათ ეზოებში ფილებიც აქვთ, ლამიპონებიც და პულტიანი ჭიშკრებიც – მაგრამ ქალაქში რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა მაინც ხომ შეიძლება“.
დისკუსია იმასთან დაკავშირებითაც გაჩაღდა, თუ რა იქნებოდა ამ პრობლემიდან ყველაზე სწორი გამოსავალი: თავად არ დაყარონ ნაგავი, თუ ხელისფლებას ქალაქის მოწესრიგება აიძულონ:
„ ყველა საკუთარი ნაგავი უნდა აალაგოს. მრავალბინიანი სახლების მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და თავიანთ სახლებთან შაბათობები მოაწყონ, მაღაზიებმა საკუთარი ტერიტორიები უნდა დაალაგონ, ტაქსის და სამარშრუტოების მძღოლებმა თავიანთი სადგომის გვერდით. და ყველგან სისუფთავე იქნება“ .
„როდესაც იმ დაყრილი ნაგვის გადასაღებად იყავით – პაკეტი აგეღოთ და შეგეგროვებინათ. აი, ეს არის ჩვენი კულტურა. ვიყვირებთ და რაღაცებს მოვითხოვთ, თავად კი თითის თითზე დაკარება არ გვინდა“.
მინისტრმა ავთანდილ გარცკიამ ასევე განაცხადა იმის თაობაზე, რომ „აუცილებელია პლაჟების, სანაპიროებისა და პარკების კეთილმოწყობაზე ყურადღების გამახვილება“.
მაგრამ მთავარ ამოცანად მას მაინც „დამსვენებლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა“ მიაჩნია .
„სეზონის წარმატებულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს ტურისტი აფხაზეთში. ჩვენ სხვა ქვეყნებს სერვისით კონკურენციას ვერ გავუწევთ – მაგრამ ეს სტუმართმოყვერეობითა და კეთილგანწყობით შეგვიძლია გავაკეთოთ.
ტურიზმის განვითარების ალტერნატივა უახლოეს 10 წელიწადში ჩვენ არ გვაქვს. ნავთობი და უძრავი ქონება – ეს სამომავლო პერსპექტივაა“, – თქვა ავთანდილ გარცკიამ.