არქივი- 30.01.2017 "ბავშვთა სამყარო" იწვის გაზიარება გაზიარება ხანძარი ვაგზლის მოედანზე – თითქმის სრულადაა დამწვარი სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ და მიმდებარე საწყობები. ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, თუმცა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათია ვერ ხერხდება. ხანძარი დილის 3 საათზე გაჩნდა. სესხლი მთელს შენობას მოედო. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შეკრებილები არიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი გადარჩენილი ნივთების მოძიებას ცდილობს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.
სომხეთი თურქეთსა და აზერბაიჯანთან საზღვრებზე რკინიგზას დამოუკიდებლად აღადგენს, თუმცა, რკინიგზა რუსეთის მართვაშია
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით საქართველოში "90 პოლიტპატიმარია" - TI საქართველო
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით საქართველოში "90 პოლიტპატიმარია" - TI საქართველო
სომხეთი თურქეთსა და აზერბაიჯანთან საზღვრებზე რკინიგზას დამოუკიდებლად აღადგენს, თუმცა, რკინიგზა რუსეთის მართვაშია
რუსულ მედიაში "ცილისწამების კამპანია“ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში: რა იცვლება?
მოსაზრება: საქართველო ვაშინგტონში მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან
მოსაზრება: თუ არაფერი შეიცვალა, აფხაზეთის დასაბრუნებლად შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი გზა – რუსეთთან მოლაპარაკება და მძიმე ფასის გადახდა