ეს საქართველოში, ზუგდიდის რაიონში დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელია და ის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობისთვის. ბევრი ადგილობრივი ყოველდღიურად გადადის ენგურის ხიდს, რამდენადაც ბევრ მათგანს სამსახური ან ბიზნესი მეორე მხარეს აქვს, იქ ცხოვრობენ მათი ნათესავები. ასევე, ბევრს შვილები დაჰყავს ზუგდიდის რაიონის სკოლებში, ანდაც, იქ იღებენ პენსიებსა და დახმარებებს.
20 იანვარს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გალის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გამართეს. საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია, პირადად ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ ნადარაიამ განმარტა და პირობა დადო, რომ ჩვეულებრივი რეჟიმი მალე აღდგებოდა.
მართალია, ენგურის ხიდის გავლით გადასასვლელი გახსნილია, მაგრამ იქ ისევ მუშაობს სამედიცინო პუნქტი.
„ადამიანებმა, რომლებიც ხიდს კვეთენ და დაავადების აშკარა ნიშნები აღენიშნებათ, აუცილებლად უნდა გაიარონ შემოწმება, მათ შორის, მობილურ ფლუოროგრაფიულ პუნქტში. თუკი ღორის გრიპთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვები, ეს ადამიანები უკან გაიგზავნებიან“, – ამბობს აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი.
შეზღუდვის მოხსნიდან 24 საათის განმავლობაში, ენგურის ხიდი 500-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.