საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის და სირიის თანამშრომლობას აპროტესტებს
აფხაზეთის დელეგაცია იმყოფებოდა სირიაში, სადაც დამასკოში გამართულ საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის რამდენიმე უმაღლეს ხელმძღვანელ პირს შეხვდა.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, ეკონომიკის მინისტრმა აგდურ არძინბამ და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვალიდ ალ-მუალემთან მოლაპარაკებები გამართეს.
„ჩვენ ორმხრივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესძლებლობებზე ვილაპარაკეთ“, – აცნობა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ.
თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა აგდურ არძინბამ ამგვარი თანამშრომლობის ტექნიკურ მხარეზე ილაპარაკა, და თქვა, რომ აფხაზეთი შეიძლებოდა, იმ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვის ნაწილი გამხდარიყო, რომელიც უკვე აკავშირებს რუსეთსა და სირიას.
მაგალითად, არძინბამ თქვა, რომ შესაძლებელია სირიიდან აფხაზეთში ნედლეულის შეტანა, იქ ამ ნედლეულისგან წარმოების დაწყება და ნაწარმის რუსულ ბაზარზე გატანა. „ამას ხელს შეუწყობს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან უბაჟო ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, განიხილებოდა ასევე სირიაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობების და პირიქით, გახსნის შესაძლებლობები, ასევე ისეთი დოკუმენტის მომზადება, რომელიც მხარეებს საშუალებას მისცემს, პერსპექტივაში უბაჟო ვაჭრობა აწარმოონ. ასეთი დოკუმენტის პირველი ვერსია უახლოეს ხანში მომზადდება და სირიის ხელმძღვანელობას გადაეცემა, – თქვა აგდურ არძინბამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმის საზღვაო პორტსა და სირიის პორტს შორის მანძილი 1,400 საზღავაო მილს შეადგენს, დატვირთული გემი ამ მანძილს 5 დღეში ფარავს. „ეს კი გრძელი გზა არ არის“, – თქვა არძინბამ.
როგორც აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პალატის დელეგაცია სირიაში პირველად ცხრა წლის წინათ იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სირიის სავაჭრო პალატასთან შეთანხმების დადება ვერ მოხერხდა.
მომდევნო კონტაქტები უკვე ომის დროს, 2015 წელს დალაგდა, ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ სირიისა ექსპტერტთა ასოციაციასა და დამასკოს სამრეწველო პალატასთან, და ისინი შეთანხმების ხელმოწსაწერად საგანგებოდ ლიბანში ჩამოვიდნენ“, – თქვა გენადი გაგულიამ.
ოფიციალური შეხვედრების დროს სირიაში ასევე განიხილებოდა სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი, – უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩვენ მოვლენებს არ ვაჩქარებთ… ახლა ჩვენ ეკონომიკის და ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარების შესაძლებლობებს განვიხილავთ. სირიაში ცხოვრობს დიდი ჩერქეზული დიასპორა, რომელიც აგდიგელი ხალხების წარმომადგენლებს აერთიანებს, და ეს აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთქმედებისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – თქვა დაურ კოვემ.
საქართველოს მთავრობამ, აფხაზეთის დელეგაციის დამასკოში ვიზიტის გამო, საპროტესტო ნოტა გააგზავნა . აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისის ამ რექციაზე შემდეგი კომენტარები გააკეთეს.
საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე:
ნოტების გაგზავნა, პროტესტის გამოხატვა – ეს სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა – ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან კონტაქტების განვითარების ჩვენი სუვერენული უფლება. დღეს საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის იზოლაციისკენ არის მიმართული“.
ეკონომიკის მინისტრი აგდურ არძინბა:
“ახლახან წავიკითხე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც შეშფოთებას გამოთვქმდა აფხაზეთის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მაგრამ, როდესაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აწყობას ვცდილობთ, და საქართველოს ხელისუფლება ამას ბლოკავს – ისინი ხომ ამით აფხაზეთის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას უწყობენ ხელს“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო