ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

ყარაბაღი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, ჰადრუთი, აგარაკი, სიუნიქი, სომხეთის საზღვრების ხელშეუხებლობა, ჭორები ფაშინიანის ოჯახის შესახებ,

ფაშინიანის სიტყვებმა საქართველოს ერთიანობის მხარდაჭერის შესახებ აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია

„აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტიაც ფაშინიანს არ შეეძლო ყარაბაღის სომხებისთვის მიეცა“

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ოჩამჩირეში რუსული ბაზა არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

"ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა, რათა თავის სამხედრო მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში"

კომენტარი: ვის სჭირდებოდა "ქართველი დივერსანტები აფხაზეთში" და რატომ?

ამის შესახებ პირველმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის ტელეგრამის არხზე განაცხადა

"ყველგან მივწვდებით" - ზელენსკი ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსულ ხომალდებზე იერიშებს მიიტანენ

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს სამხედრო ფლოტის ნაწილი ყირიმიდან ოჩამჩირეში გადაჰყავს

"ამ ეტაპზე ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს"

ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს

პროექტი მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების ოკუპაციას

იარე ლიზა

“იარე ლიზა”- რას ჰყვება ახალი ქართული კინო აფხაზეთის ომზე და რატომ მოჰყვა მას ასეთი მძაფრი რეაქცია

მაყურებლის ნაწილმა ფილმს რუსული პროექტიც კი უწოდა

photo icon

27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. ქართველები ტოვებენ აფხაზეთს. ფოტოარქივი

წელს აფხაზეთის ომის დასრულებიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა, მათ შორის საქართველოსთვის

აკრძალვა არ შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა