მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერ წუთს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს

ადვოკატის შემდეგ, თბილისში უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს

გორდონმა მომხდარს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს მთავრობის სირცხვილი უწოდა

მიხეილ სააკაშვილი: ვრჩები აქ ჩემს სიკვდილამდე, ან თავისუფლებამდე

"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობაა, მე უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე"

პოლიტიკოსები და არასამთავრობოები სააკაშვილის მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობას" სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს

"ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავს

კობახიძე: "რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება"

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რას ამბობენ ექიმები და ომბუდსმენი

ომბუდსმენის თქმით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს ექიმთა ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნას

პროკურატურამ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი საქართველოში 28 სექტემბერს შემოვიდა

"სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს" - ევროპარლამენტარების წერილი

ევროპარლამენტარები: "საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის წინაშეა"

ევროპარლამენტარები და ყოფილი პრეზიდენტები - ვინ აწერს ხელს სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს

ხელმომწერების განმარტებით, საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა

ხობის ეპარქია: მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა

"ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ? "

სააკაშვილის პატიმრობის მე-13 დღე. განცხადებები და გამოხმაურებები

ორგანიზაცების შეფასებით, სასამართლოში არსებული კლანი სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეჭვქვეშ აყენებს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა