"თელასის" 24,5%-იანი წილი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ იყიდა
კომპანია “თელასის” 24,5%-იანი წილი დღეს, 9 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე 32.4 მილიონ ლარად კომპანიამ “ბესტ ენერჯი გრუპმა” იყიდა.
აქციის საწყისი ფასი 10,5 მლნ აშშ დოლარი იყო.
აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ “ბესტ ენერჯი გრუპმა” მიიღო.
აქამდე “თელასის” 24,5%-იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ფონდს – “საპარტნიორო ფონდს” ეკუთვნოდა.
• რამდენს კარგავს საქართველო კორონავირუსის გამო? საგარეო ვაჭრობა პანდემიის დროს – ციფრები
კომპანია “ბესტ ენერჯი გრუპ” ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2020 წლის 3 აგვისტოს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.
მაქაცარიას ეკუთვნის კომპანია “თბილისი ენერჯის” საკონტროლო პაკეტიც. ის ამავე დროს არის “კავკასუს ონალინის” მეწილეც.
კომპანია “თელასი” დენით თბილისს ამარაგებს.
მას დედაქალაქში 600 000 აბონენტი ჰყავს.
ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასის აქციების დანარჩენ – 75,5%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება RAO NORDIC OY, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული “ინტერ რაოა”.