თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა - საქსტატის მონაცემები
თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 16.2 პროცენტით.

უბნების მიხედვით ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება:
● მთაწმინდა – 5 167 ლარი
● ვაკე – 4 404 ლარი
● კრწანისი – 3 417 ლარი
● საბურთალო – 3 397 ლარი
● ჩუღურეთი – 3 284 ლარი
● დიდუბე – 3 131 ლარი
● ნაძალადევი – 3 006 ლარი
● ისანი – 2 917 ლარი
● გლდანი – 2 891 ლარი
● სამგორი – 2 718 ლარი
რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
● მთაწმინდა – 3 776 ლარი
● ვაკე – 3 647 ლარი
● კრწანისი – 2 811 ლარი
● საბურთალო – 2 628 ლარი
● ჩუღურეთი – 2 622 ლარი
● დიდუბე – 2 287 ლარი
● ნაძალადევი – 2 272 ლარი
● ისანი – 2 170 ლარი
● გლდანი – 2 123 ლარი
● სამგორი – 1 955 ლარი

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის [RPPI] გამოსაანაგარიშებლად საქსტატი საჭირო მიკრომონაცემებს აგროვებს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან.
საქსტატის თანახმად, აღნიშნული მონაცემებს იღებენ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით და ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი არის ე.წ. „შეთავაზების“ ფასი.
● “სანამ ჩვენ ვსწავლობთ, ისინი ფუძნდებიან” – საზღვაო სეზონი “ოკუპირებულ” ბათუმში
● აფხაზეთში ბინების შესახებ კანონი: “ბომბი აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის?”
● 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 15.6 პროცენტი იყო