„შესაძლებელია თუ არა სამხედრო ოპერაციების ჩატარება ყარაბაღში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ? პრინციპში, დიახ. შეიძლება ჩატარება, რუსეთთან შეთანხმებით. ასეთი რამის გაკეთება რუსული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.
მაგრამ თუკი რუსეთი ამას დათანხმდება, რა აუცილებლობაა სამხედრო ოპერაციის? რუსეთის სურვილის შემთხვევაში, შეიძლება უკან გაბრუნდნენ ის ძალები, რომლებიც სომხეთიდან ჩამოვიდნენ, განიარაღდნენ ადგილობრივი (თუკი ასეთი არსებობს) შეიარაღებული დაჯგუფებები და საკითხი გადაწყდება ორი-სამი დღის განმავლობაში ერთი გასროლის გარეშე. მთავარი საკითხი აქ ის არის, სურს თუ არა ეს რუსეთს? დაინტერესებულია რუსეთი იმით, რომ წერტილი დაუსვას ყარაბაღის საკითხს, კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის ჩამოშორებით?
ვფიქრობ, რომ არა. როგორც მინიმუმ, ჯერჯერობით. და ამ ვითარების კომიკურობა იმაშია, რომ ის (ერთ-ერთი მხარის ჩამოშორება) ეწინააღმდეგება თავად 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადებას. ამ დოკუმენტის პუნქტების თანახმად, ყარაბაღში არსებობს შეხების ხაზი და არიან დაპირისპირებული მხარეები. თუკი არ იქნება ამ მხარეებიდან ერთ-ერთი და აზერბაიჯანის სუვერენიტეტი გავრცელდება ხანქენდიზე (სომხური მხარე ამ ქალაქს სტეპანაკერტს უწოდებს – JAMnews), მაშინ რას გააკეთებენ იქ სამშვიდობოები და საერთოდ, ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა საერთოდ რატომ დაგვავალდებულა 10 ნოემბრის განცხადებაზე ხელმოწერა? ჩვენ ხომ თვითონაც ახლოს ვიყავით საკითხის გადაწყვეტასთან.
არის მხოლოდ ერთი შესაძლო სცენარი: რუსეთი დათანხმდება ბაქოს ხელისუფლების დამყარებას ხანქენდიზე იმის სანაცვლოდ, რომ იქ მუდმივი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის – როგორც საბჭოთა კავშირის დროს“, – დაწერა შაჰინ ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.