სერგეი შამბა ლავროვს საკამათო პროექტების კოორდინაციას დაჰპირდა
ლავროვისა და შამბას შეხვედრა
მოსკოვში 4 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ სერგეი შამბასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების სტაბილურობა და პოზიტიური დინამიკა იყო.
თუმცა სულ ახლახან, აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა ხელისუფლების მიერ ადრე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აფხაზეთს ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერა. სერგეი შამბამ ამ ზომებს “სანქციები” უწოდა.
მინისტრების შეხვედრაზე ლავროვმა პირობა დადო, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დაცვას და კულისებს მიღმა არანაირ მოლაპარაკება არ იქნება საქართველოსთან.
- რატომ არის აფხაზეთისთვის რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმება კატასტროფა? | ახრა არისტავა
- აფხაზეთში ოპოზიცია რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების პროექტს “კოლონიალურად“ მიიჩნევს
ლავროვი ცდილობდა გაეფანტა აფხაზეთის შიშები
სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზი მოხალისეები რუსეთის მხარეს იბრძვიან დონბასში, უკრაინაში და ისინი ეხმარებიან მოალაქეებს კურსკშიც.
ფაქტობრივად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ცდილობდა გაეფანტა საზოგადოებაში არსებული შიშები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების შემდგომი პერსპექტივების შესახებ.
აფხაზეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების შესამჩნევ დათბობას. მეტიც, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კეთდება.
აფხაზეთში ეინიათ, რომ რუსეთი უბრალოდ „მისცემს“ აფხაზეთს საქართველოს ლოიალობის სანაცვლოდ.
თუმცა, სერგეი ლავროვმა დაარწმუნა სოხუმი, რომ „მოსკოვი გააგრძელებს აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
„დასავლეთი და უკრაინა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს“
თავის მხრივ, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ „უზარმაზარი შესაძლებლობები გახსნა რესპუბლიკის ეკონომიკის უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად“.
„თუკი 2008 წლამდე, სანამ რუსეთი აფხაზეთს აღიარებდა, ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჭარბობდა შიში და ახალი აგრესიის საფრთხე საქართველოს მხრიდან, ჩვენს შორის დადებული შეთანხმებების შემდეგ ეს საფრთხე უკანა პლანზე გადავიდა. ხალხმა დაიწყო ფიქრი ეკონომიკაზე და სოციალურ საკითხებზე“. – თქვა შამბამ.
შამბამ რეგიონში არსებულ მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა უბიძგებენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.“
ამის საპასუხოდ მოსკოვი ელის, რომ აფხაზეთში ის პროექტები დამტკიცდება, რასაც საზოგადოება ეწინააღმდეგება
მაგრამ ლავროვმა ასევე მიანიშნა შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ „რუსულ-აფხაზური პროექტები, რომლებიც დამუშავების პროცესშია, ოპერატიულად იქნება შეთანხმებული“.
„მიმდინარეობაში“ იგულისხმება, რომ ეს პროექტები არ მოსწონს აფხაზეთის მოსახლეობას.
სერგეი შამბამ, თავის მხრივ, გაიხსენა, რომ აფხაზურმა მხარემ შეასრულა რუსული და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამის 45 პუნქტიდან 27 (მიუხედავად ოპოზიციისა და საზოგადოების აქტიური წინააღმდეგობისა).
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო