საქართველო: 2005 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე რაოდენობის ინვესტიცია 2020 წელს შემოვიდა
“საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს – როდესაც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია მოედო – საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 57.2 პროცენტით შემცირდა და 572 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008-2009 წლებში – რუსეთთან ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ ინვესტიციების შემცირების უმთავრესი მიზეზი რამდენიმე საწარმოს გადასვლაა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც ინვესტიციების მაჩვენებელი 283 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.
გასულ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყო:
● გაერთიანებული სამეფო – 303 მლნ. აშშ დოლარი
● ნიდერლანდები – 200.7 მლნ. აშშ დოლარი
● აშშ – 98.4 მლნ. აშშ დოლარი
2020 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა:
● საფინანსო სექტორი – 404.4 მლნ აშშ დოლარი
● სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი – 98.8 მლნ. აშშ დოლარი
● უძრავი ქონების სექტორი – 90.3 მლნ. აშშ დოლარი
___________________________________________________________
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
_____________________________________________________________
საქსტატის ინფორმაციით, ისტორიული იყო ეკონომიკის ვარდნა გასულ წელს – 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად სწორედ 2020 წელს, 6,1 პროცენტით შემცირდა.
ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
ასევე, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.