სამხრეთი ოსეთი: უკანასკნელი არჩევნები ძველებურად?
2017 წლის 9 აპრილს სამხრეთი ოსეთის მოქალაქეები წყვეტდნენ, თუ რამდენი პრეზიდენტი უნდა ჰყოლოდათ ამჯერად – ხუთი, თუ ჯერჯერობით – ისევ ოთხი დაეტოვებინათ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან 1992 -ში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ტორეზ კულუმბეკოვი, ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ახლანდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, რომელმაც მეორე ვადით დარჩენა გადაწყვიტა.
დათანხმებულიყვნენ თუ უარეყოთ ეს გადაწყვეტილება, ამას ორმოცდაათ ათასზე მეტი ამომრჩეველი წყვეტდა საკუთრივ სამხრეთ ოსეთში, მოსკოვში, აფხაზეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში. ლეონიდ თიბილოვის ალტერნატივად თავი წარადგინეს სახრეთი ოსეთის პარლამენტის თვმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა და КГБ-ს იქაურმა თანამშრომელმა ალან გაგლოევმა.
ვლადიკავკაზი
თუ გარეგნული ნიშნებით ვიმსჯელებთ, სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ჩრდილოეთი ოსეთი ღრმად გულგრილი აღმოჩნდა. რესპუბლიკის მთავარი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი „სევერნაია ოსეტია“ , პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სათაურების მიხედვით, ამ მოვლენამდე ორი დღით ადრე თავის მკითხველს სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ატყობინებდა:
„დიალოგი შორი რეისების მძღოლებთან“
„ორი შეხედულება ერთი სამარშრუტო მანქანიდან“
„გვჭირდება თუ არა სპორტული ავიაცია?“
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის გეგმების შესახებ“ (ის, არ არის, რაც გგონიათ, ლაპარაკია თავად მათ არჩევნებზე, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი)
იმის შესახებ, რომ სამხრეთი ოსეთი პრეზიდენტს ირჩევს, შეიძლებოდა შეგეტყოთ მხოლოდ რუბრიკიდან – „დღითიდღე“, სადაც წვრილი შრიფტით იუწყებოდნენ, რომ არჩევნებს თვლ-ყურს ადევნებენ წარმომადგენლები – რუსეთიდან, დონეცკისა დალუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, პრიდნესტროვიიდან და მთიანი ყარაბაღიდან.
სამხრეთი ოსეთის არჩევნების შესახებ ინფორმაციის სიუხვით ბეჭდური გამოცემისგან არც ჩრდილოეთი ოსეთის ტელევიზია და ვებგვერდები განსხვავდებოდნენ.
ვლადიკავკაზის ქუჩები იმაზე მეტყველებდა, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ამ მოვლენის მიმართ სრულიად გულგრილები იყვნენ. გარე სარეკლამო პლაკატების, თუნდაც ღობეებზე გაკრული ფურცლების რაოდენობა, აბსოლუტური ნულისკენ მიისწრაფვოდა და წარმატებით აღწევდა ამ ნიშნულს.
ვლადიკავკაზის ქუჩებში, ბაზრობებსა და ტრანსპორტში ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი რამ აღელვებდა, ოღონდ – არა სამხრეთი ოსეთის არჩევნები. მაგალითად:
– ახლოვდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები და, შესაბამისად, უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში მისაღები გამოცდები. ეს კი ქრთამებად გაღებულ ხრჯს ნიშნავს, თან არცთუ უმნიშვნელო ხარჯს.
– საიდან უნდა მოიტანონ ქრთამად გადასახდელი ფული, გაურკვეველია, რადგან ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ისედაც ძნელად იშოვებოდა, ბოლო ხანს კი უბრალოდ კატასტროფიულად გაძნელდა( მოსკოვის პოლიტიკის გამო, მთავარი ბიზნესი ჩავარდა – არყის წარმოება)
– გაიფიცნენ მძიმე სატვირთოების მძღოლები, რომლებზეც მთელი ჩრდილოეთი კავკასიის მომარაგებაა დამოკიდებული, მათ შორის – ჩრდილოეთის ოსეთისაც.
– ერთადერთი მსხვილი სამრეწველო საწარმო ქარხანა „ელექტროცინკი“, რომელიც სამუშაო ადგილებსაც იძლევა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში შენატანსაც, იმავდრულად სასიკვდილო საფრთხის წყაროც აღმოჩნდა: რესპუბლიკაში მკვეთრად იმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა.
–ამიტომ, ვლადიკავკაზის მაცხოვრებელთა დამოკიდებულება მსოფლიოს ყველა პრობლემისადმი, მათთვის არცთუ უცხო სამხრეთი ოსეთის ჩათვლით, კედელზე გაკეთებულ იმ წარწერში აისახება, რომელიც აშკარად ახალგაზდების ხელითაა დაწერილი – «Fuck the world”
როგორც ჩანს, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის პრეტენდენტების შტაბებმა ყველა ეს გარემოება გაითვალისწინეს და სხვა გზას დაადგნენ. წინასაარჩევნო კამპანიას ისინი ძველებურად წარმართავდნენ – საფოსტო ყუთების საშუალებით. გამონაკლისი მხოლოდ აუტსიდერის ალან გაგლოევის წინასაარჩევნო კამპანია იყო. ვლადიკავკაზში მისმა შტაბმა ინოვაციური გზა აირჩია: იქ მჯდომი ახალგაზდები ნებისმიერ შემთხვევით გამვლელს თავიანთ სუფრასთან იწვევდნენ.
JAMnews-ის რედაქციას ხელში ჩაუვარდა ბროშურები, რომლებსაც ავრცელებდნენ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერები – ლეონიდ თიბილოვი და ანატოლი ბიბილოვი:
მსგავსება
- ძალიან კარგი ხარისხის, ძვირფასი ქაღალდი
- ფერადი ნაბეჭდი
განსხვავება
- ფორმატი (А4 -ანატოლი ბიბილოვთან, А2 – ლეონიდ თიბილოვთან)
- ქაღალდის სისქე ( მოქმედი პრეზიდენტის თიბილოვის – უფრო სქელია)
შინაარსი
ლეონიდ თიბილოვი:
სამხრეთი ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ ასეთ სლოგანს გვთავაზობს „სტაბილურობა და განვითარება“. თუკი მისი სააგიტაციო მასალების ტექსტებს ჩაუკვირდებით, მთავარი აზრი ასე ჟღერს: „ჩემს დროს ნაკლებს იპარავდნენ!“ მისი არგუმენტები რამდენადმე არაკონკრეტულ ხასიათს ატარებს – „მიმდინარეობს დიდი სამუშაო“, „მიღებულია კონცეფცია“, „დაირგო ვაშლის ბაღი“. როდესაც საქმე მკაფიო ციფრებამდე მიდის, სიტუაცია უფრო ნათელი მაინც არ ხდება.
მაგალითად, რას ნიშნავს ფრაზა – „გახსნილია დაახლოებით 17 საფერშლო-სამეანო პუნქტი“ მაინც რამდენი – 16 თუ 18?
ანატოლი ბიბილოვი:
პარლამენტის თვმჯდომარე უფრო მკვეთრ პოზიციას გვთავაზობს: „ კიდევ უფრო ნაკლების მოპარვაც შეიძლება!“ ციფრების მხრივ აქ მეტი კონკრეტიკაა. დაწვრილებით არის ციტირებული რუსეთის საანგარიშო პალატის მონაცემები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით (2008 წლიდან 2013 წლამდე სამხრეთ ოსეთში 45 მილიარდ რუბლზე მეტი ჩაიდო): მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთში 225 ბინის მშენებლობა 168 მილიონი რუბლი ($2.2 მილიონი) დაჯდა, ხოლო ცხინვალში 200 ბინა – 500 მილიონი($7.5 მილიონი).
და კიდევ – რამდენიმე ასეული ჯილდოდ გაცემული პისტოლეტი, რომლებიც სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა დაარიგა (როგორც ჩანს, ეს ყველაზე დიდი სასაჩუქრე ცეცხლსსასროლი ფონდია მსოფლიოში), და რომლებიც შემდეგ რუსეთის კრიმინალურ გარჩევებში გამოჩნდა.
თოვლი, რომელიც მოულოდნელად მოვიდა არჩევნების დღეს ცხინვალში, ბევრს გაახსენა 2011 წლის მოვლენები სახელწოდებით „ თოვლიანი რევოლუცია“, როცა საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკური კრიზისი და საპროტესტო აქციები მოყვა
მთავარი
რასაკვირველია, ცხადია, რომ მთავარი არც ვაშლის ბაღებია, არც სამეანო პუნქტები, არც კრიმინალური იარაღი და არც ის მოპარული მილიონები. პრეტენდენტების ყველაზე წონიან არგუმენტი ისაა, თუ ვის რომელი ცნობილი სახე ჩამოართმევს მათ ხელს.
ამ კონკურსში მოქმედ პრეზიდენტ თიბილოვს ვერავინ უტოლდება. მის აქტივში – ოთხი პუტინია (ანუ პრეზიდენტ პუტინის ოთხი ფოტო მის წიანსაარჩევნო ბროშურაში), პრემიერ-მინისტრი მედვედევი, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი და დირიჟორი ვალერი გერგიევი ( ყველა თითო ეგზემპლარად, რომ არავის ეწყინოს)
პრეტენდენტმა თიბილოვმა ამას მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოს მდევნის მატვიენკოს ფოტოთი და მასთან შეხვედრის შესახებ ცნობით უპასუხა.
ლეონიდ თიბილოვსა და ანატოლი ბიბილოვს სხვა ყველაფერი ერთნაირი აქვთ – ბავშვები, სპორტსმენები, ვეტერანები, მხატვრული თვითშემოქმედების მსახიობები.
და უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბნები ცუდად იყო ორგანიზებული.ამომრჩევლების საბუთების შემოწმება ისე იყო მოწყობილი, რომ დღის თორმეტი საათისთვის უბანზე შესასვლელთან სამასამდე ადამიანი მოგროვდა( ცივ წვიმიან დღეს ამომრჩევლის გამოცხადებაზე შემაფერხებლად არ უმოქმედია). მის გასაკონტროლებლად, აუცილებელი გახდა არამხოლოდ პოლიციელების, არამედ ОМОН-ის იქ ყოფნაც. უბნის წინ იდგა ფურგონი, რომელსაც – როგორც ჩანს, განსაკუთრებით აქტიური,დაპატიმრებული ამომრჩევლები გადაჰყავდა.
სტანისლავს ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მხარეს იყო – ბიბილოვის თუ თიბილოვის (გაგლოევის ვარიანტს ის არც კი განიხილავდა, და ირწმუნებოდა, რომ მისი გამარჯვება მხოლოდ ადგილობრივ კრიმინალიტეტს თუ გაახარებდა). არჩევანის გაკეთებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან აპირებდა.
და მაინც უფრო პრეზიდენტ თიბილოვისკენ იხრებოდა; არა მისდამი დიდი სიმპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი კონკურენტი ბიბილოვის მხარეს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აღმოჩნდა. კოკოითის მმართველობის დროს სტანისლავს სამხრეთი ოსეთის მოქალქეობაზე იმ მიზეზით უთხრეს უარი, რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო. „ვეუბნები მას: შენ თვითონაც ხომ რუსეთის მოქალაქე ხარ! ის კიდევ მპასუხობს: მე მე ვარ!“ – გვიამბობს სტანისლავი თიბილოვის კანდიდატურამდე თავის გზას. თუმცა, თხრობა ცოტა არ იყოს, უცნაურად დაასრულა, -„ჰოდა, ახლა პუტინმა გადაწყვიტოს!“
ავტორი: თამარა აგკაცევა
ვინ წყვეტს
შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგი მართლაც პუტინმა გადაწყვიტოს. მაგრამ არსებობს იმის მკაფიო განცდა, რომ ის ამას უკანასკნელად აკეთებს. არა ეს კონკრეტული პუტინი, არამედ როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ოსეთთან მიმართებაში – ნებისმიერი გარეშე ძალა.
ხმის მიცემა ცხინვალში
25 წელიწადი – თაობის სასიცოცხლო ციკლია. ჩვენს შემთხვევაში – უკანასკნელი საბჭოთა თაობის. მის შემცვლელად სრულიად სხვა ხალხი მოდის, სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ფასეულობებით. და ისინი სხვანაირად განკარგავენ იმ ცნებებს, როგორიცაა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ელექტორალური პროცესი.
ეს აზრი, მოულოდნელად, საერთო აღმოჩნდა ვლადიკავკაზში ორი სრულიად განსხვავებული მოსაუბრისთვის – ცნობილი პუბლიცისტი ლეონიდ კოჩიევისთვის და წარმოშობით სამხრეთელი ოსი ახალგაზრდა IT-სპეციალისტის სოსლან ტაბუევისთვის. ორივეს მიაჩნია, რომ 2017 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთში ჩვენ უკანასკნელად ვართ ინერციული, პოსტსაბჭოთა არჩევნების მომსწრენი. ახალი თაობა ახალ ლიდერებს და ახალ იდეებს მოითხოვს.
P.S. ძალიან მინდა, რომ სამხრეთი ოსეთის მომავალ არჩევნებზე მთავარი სიახლე შიშისგან განთავისუფლება იყოს; თუნდაც ის, რომ სტანისლავსა და 2017 წლის 9 აპრილს გარეუბნის დასახლების საარჩევნო უბანზე შეგროვილ სხვა ადამიანებს საკუთარი გვარების გამხელის და კამერის წინ ლაპარაკის აღარ ეშინოდეთ. ეს დასაწყისისთვის.
ზარინა ხაჩიროვა ცხინვალში დაიბადა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა აქვს, ის ერთ-ერთი იმ დაახლოებით 40 000 ამომრჩევლიდან, რომელსაც 9 აპრილს საარჩევნო უბანზე ელოდნენ, რათა სამხრეთ ოსეთის მომავალი პრეზიდენტი 4 წლის ვადით აერჩიათ. თუმცა ზარინა ცხინვალში კი არა ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მუშაობს წიგნის მაღაზიაში და ადგილობრივ ახალგაზრდულ ექსპერიმენტალურ თეატრში თამაშობს. ის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ოსეთში სწავლობდა, რადგან სამხრეთ ოსეთში ასეთი არ არსებობს და იქვე დარჩა
ავტორი: თამარა აგკაცევა