სახდეპის სპიკერი: გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით
სახდეპის სპიკერის განცხადება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისი თქმით, აშშ გამოთქვამს შეშფოთებას “ზოგიერთ შემაშფოთებელ განცხადებაზე, რომლებიც, როგორც გავიგეთ, საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების კუთხეებიდან მოდის.” ამის შესახებ პრაისმა 24 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობების ქმედებებმა, “მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ,” უკუსვლა გამოიწვია. როგორც პრაისი განმარტავს, ამ ქმედებებმა გამოიწვიეს უკუსვლა საქართველოს ხალხის მკაფიო, უცვლელი მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ.
“ამ ქმედებებით ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, ნაცვლად იმისა, ხელი შეეწყოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო ქვეყნის გაერთიანებისთვის. ვხედავთ პოლარიზაციის ისეთ დონეს, როგორიც არ არის კარგი ქვეყნისთვის. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის.” – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● კელი დეგნანი: იმედგაცრუებულები ვართ მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.