საბედისწერო ალიყური მოკრივეს
დღეს, 7 იანვარს ვახტანგ დარიჩნიანს ,რომელიც პროფესიულ კრივში „ცოფიანი ხარის“ მეტსახელითაა ცნობილი, 40 წელი უსრულდება.
2000 წელს ვანაძორელ მოკრივე ვახტანგ დარჩინიანს ბევრი არ იცნობდა. იმ წელს ვახტანგი სიდნეის ოლიმპიადაზე სომხეთს წარადგენდა. მაშინ 24 წლის სპორტსმენმა მეხუთე ადგილი დაიკავა.
მანამდე ვახტანგმა ოთხჯერ მიოპოვა სომხეთის ჩემიპონის ტიტული (1997-2000), გახდა ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიო თასისა და „კეთილი ნების თამაშების“ პრიზიორი (სამივე ჯილდო ვახტანგმა 1998 წელს მიიღო).
ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე პროფესიონალ მოკრივეთა ერთ-ერთმა ავსტრალიურმა კლუბმა ვახტანგს შესთავაზა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, სპორტსმენი ავსტრალიაში უნდა დარჩენილიყო და პროფესიონალურ კრივს გაჰყოლოდა.
ამ წინადადებამ ვახტანგი არჩევანის წინაშე დააყენა _ სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუ სპორტული კარიერა ავსტრალიაში გაეგრძელებინა. მწვრთნელმა, ვაზგენ ბადალიანმა ურჩია, მონაწილეობა მიეღო მსოფლიო ჩემიონატში, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამართულიყო:
‘ვუთხარი,_ წინ მსოფლიო ჩემპიონატია, იქნებ ჯერ მონაწილეობა მიგეღო და შემდეგ გადაგეწყვიტა, როგორ მოიქცე–თქო. ისე კი, ამ შეთავაზებით დიდ რისკზე წავედი, რადგან შეიძლებოდა ჩამოსულიყო და შემდეგ აღარც გაეშვათ საზვღვარგარეთ.
დამიჯერა და ჩამოვიდა, მაგრამ სომხეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სპორტსმენი აღარ სჭირდებოდათ. პირდაპირ უთხრეს, რომ რადგან შემდეგ ოლიმპიადაზე ის უკვე 28 წლის იქნებოდა, ამიტომ უფრო ახალგაზრდა ათლეტებთან ამჯობინებდნენ მუშაობას’.
ასეთი დამოკიდებულებით შეურაცხყოფილმა ვახტანგმა ინანა, რომ დაბრუნდა. მწვრთნელმა დაამშვიდა: „არაუშავს,შვილო,რადგან სომხეთში აღარ გიღებენ,უნდა გაემგზავრო“.
და მართლაც გაემგზავრა,რომ საკუთარი თავისთვის, სამშობლოსთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც დაემტკიცებინა, რომ მეტი შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის კრივის ფედერაციაზე განაწყენებული იყო, ვახტანგი ყველა ტურნირზე მაინც სომხური დროშით ასპარეზობს.
ძალიან მალე ვიკი ავსტრალიის ჩემპიონი გახდა. სწორედ მაშინ დაერქვა სპორტულ წრეებში ვახტანგს „ცოფიანი ხარის“ მეტსახელი. 2004 წელს ვიკმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (IBF-ის ვერსიით). ამ გამარჯვების შედეგად სომხეთს პირველი პროფესიონალი ჩემპიონი გაუჩნდა. მოგვიანებით ვახტანგმა IBO, WBC, WBA ვერსიების ქამრებიც მიპოვა; წლებთან ერთად ეს ჯილდოები თანდათან ისევ დაკარგა, მაგრამ მისი მწვრთნელი აღზრდილით მაინც ამაყობს, მოკრივე კი მზად არის, ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ისევ იბრძოლოს.
15 წლის განმავლობაში პროფესიულ კრივში გამართული 51 შეხვედრიდან ვახტანგმა 42 გამარჯვებით დაასრულა; მათ შორის, 31 _ ნოკაუტით მოიგო.
მართალია, ბოლო რამდენიმე წელია, კომენტატორები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ვიკმა კარიერა უნდა დაასრულოს, 40 წლის სპორტსმენი რინგის დატოვებას მაინც არ აპირებს.
ვიკს კრივი 5 წლის ასაკიდან შეუყვარდა; 1983 წელს კი, 7 წლის რომ იყო, უკვე სპორტდარბაზში მიიყვანეს.
ვიკის პირველი მწვრთნელი, ვაზგენ ბადალიანი იხსენებს: ‘ძალიან პატარა იყო და ამიტომ თავიდან უარი ვთქვი მის გაწვრთნაზე. მამამისმა მთხოვა, _ ბავშვი სპორტის ამ სახეობაზე ბოდავს, მოსვენება აქვს დაკარგული და იქნებ მიიღოთ, რომ ეგებ ოდნავ დაოკდესო.’ ბადალიანი ამბობს, რომ ვიკი დანახვისთანავე პატარა დინოზავრს მიამსგავსა:’ჩაფსკვნილი და მუდმივად წარბშეჭმუხნული ბავშვი იყო. მაშინვე ვიგრძენი მისი შინაგანი იმპულსი. სხვებისგან ძალიან გამოირჩეოდა. შვიდი წლისას უკვე ნამდვილი სპორტსმენის მიხვრა–მოხვრა ჰქონდა’.
ვახტანგს საკუთარი ცხოვრება სპორტის გარეშე ვეღარც წარმოუდგენია.მან რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
‘მინდა, მთელ მსოფლიოს დავუმტკიცო, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ასაკი მთავარი არ არის, მთავარია მოტივაცია და გამარჯვების წყურვილი’.
ვულოცავთ სპორტსმენს იუბილეს და ვუსურვებთ გამარჯვებებს!