რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია. იქ საქართველო არ არის
რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია
რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო არ არის.
კრემლის განმარტებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.
ასევე, ამ ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსეთში ბიზნეს-ოპერაციების საწარმოებლად და ინვესტიციების ჩასადებად რუსეთის მთავრობის სპეციალური კომისიის ნებართვა დასჭირდებათ.
სიაში მოხვდნენ:
- ავსტრალია
- დიდი ბრიტანეთი
- ევროკავშირის ქვეყნები
- ისლანდია
- კანადა
- ლიხტენშტაინი
- მონაკო
- ახალი ზელანდია
- ნორვეგია
- კორეა
- სან მარინო
- სინგაპური
- აშშ
- ტაივანი
- უკრაინა
- მონტენეგრო
- შვეიცარია
- იაპონია
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● მოუხსნა თუ არა რუსეთმა სანქციები საქართველოს? რძის ექსპორტი და მორიგი საყვედური უკრაინისგან
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო. დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ განცხადებიდან მალევე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა – რუსეთიდან გავიდნენ ცნობილი ბრენდები, მათი თვითმფრინავებისთვის დაიხურა ცა ევროპის თავზე, მოქალაქეებს შეუწყდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ვერ იყენებენ ბარათებს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს კი დაუყადაღეს ქონება ევროპაში და ჩამოართვეს ძვირადღირებული იახტები. ქვეყანა ამჟამად ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას.
თუმცა საქართველო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. მეტიც – რუსეთმა, მოლაპარაკების შედეგად, ქართულ საწარმოებს რძის პროდუქტების ექსპორტის ნება დართო. ამ ინფორმაციამ რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში ოპოზიციის და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისმა საყვედური კიევისგანაც მიიღო, სადაც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ამგვარ განვითარებას “ზურგში დანა” უწოდეს.