ხმის მიცემა მანქანის საბარგულში - პუტინი სამუდამო ძალაუფლებისაკენ დაიძრა
რუსეთში მიმდინარეობს გასაოცარი – ან, ბევრის აზრით, აღმაშფოთებელი ხმის მიცემის პროცესი კონსტიტუციის შესაცვლელად.
შესაძლებლობა პუტინისათვის, კიდევ ორი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში, რუსი ხალხის განსაკუთრებული სტატუსი, საარჩევნო უბნები სუპერმარკეტების ურიკებსა და მანქანების საბარგულებში. „დიახ“-ისა და „არას“ თქმა შესაძლებელია მხოლოდ მთელ სიაზე და არა ცალკეულ შესწორებებზე.
- 1 ივლისიდან პუტინი მარადიულად დარჩება რუსეთის ხელისუფლებაში
- მოსაზრება: რუსეთი პუტინისგან დაიღალა
- იზოლაციის აღლუმი. როგორ ჩაიარა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავმა
გასაოცარი შესწორებები
სახალხო ხმის მიცემისათვის ერთი კვირა გამოყვეს, 2020 წლის 1 ივლისი ბოლო დღეა.
სულ შემოთავაზებულია კონსტიტუციაში 269 ცვლილება. დიდი ყურადღება მიიქცია და სკანდალი გამოიწვია შემდეგმა ცვლილებებმა:
• რუსი ხალხი „სახელმწიფოს წარმომქმნელია“, ამიტომ რუსული ენა საგანგებო სტატუსს იძენს.
• ქორწინება – ესაა მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი.
• ქვეყნის ძირითად კანონში შემოდის ღმერთის ცნება: „წინაპართა ხსოვნა, რომელიც ღმერთმა გვიანდერძა“.
მაგრამ მთავარი შესწორება ერთია. ესაა ყველა წინა საპრეზიდენტო ვადის განულება და ყველასთვის უფლების მიცემა, პრეზიდენტის პოსტზე იყარონ კენჭი, როგორც პირველად.
ეს ნიშნავს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ხელისუფლებაშია, შეძლებს კიდევ ორჯერ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ პოსტზე 2036 წლამდე დარჩეს.
გასაოცარი ფორმა – ხმის მიცემა სიისთვის
რუსეთის მოქალაქეებმა „დიახ“ და „არა“ უნდა თქვან ერთიან პაკეტზე – რომელიც მთელ 269-ვე შესწორებას მოიცავს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ შესწორებები შეეხება საზოგადოების ცხოვრების სრულიად განსხვავებულ სფეროებს, პოლიტიკური მოწყობიდან დაწყებული, პირადი ურთიერთობების რეგულირებით დამთავრებული.
ხმის მიცემის პროცესს არ ერწრებიან ჟურნალისტები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები.
ხმის მიცემის გასაოცარი ფორმა – შეიძლება რამდენჯერმეც
ხელისუფლება იტყობინება, რომ ხმა მისცა უკვე ამომრჩევლების 75-მა პროცენტმა. ხელის მოწერის უფლება მისცეს ყველგან, სადაც მოისურვებენ, და ეს მეტად უჩვეულოდ გამოიყურება.
ხმის მიცემა შესაძლებელია პირადად, ონლაინ ან ფოსტით.
პასპორტის ჩვენება შესაძლებელია 2 მეტრის მანძილიდან.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი პაველ ლობკოვი თავის ფეისბუკის გვერდზე მოჰყვა, რომ, საბოლოო ჯამში, წარმატებით მისცა ხმა ორჯერ: თავდაპირველად საარჩევნო უბანზე მივიდა და იქიდან, საათ-ნახევრის შემდეგ კი – სახლის კომპიუტერიდან.
ასეთივე ექსპერიმენტი ჩაატარა მოძრაობა „გოლოსის“ ექსპერტმა ვასილი ვაისენბერგმა.
ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ამას ერთადერთი რეაქცია ის მოჰყვა, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, მას ჯარიმის გადახდა ემუქრება.
გასაოცარი საარჩევნო უბნები
გასაოცარ საარჩევნო უბნებზე სოციალურ ქსელებში უკვე ათასობით პოსტია.
სუპერმარკეტის ურიკაში
კუნძზე ტყეში
საბარგულში
Дорогие все. Официальное заявление. Я прекращаю критиковать "общероссийское голосование", потому что ничего убедительнее этой съемки я сказать не могу.
— Alexey Navalny (@navalny) June 25, 2020
Это Владивосток. "Избирательный участок" организован в багажнике машины во дворе. Источник: https://t.co/El8UvZBWw8 pic.twitter.com/6x76Y3ab1V
სადარბაზოსთან
ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების არარსებობა, აგრეთვე უბნების თავისუფალი განთავსება, ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით ახსნა.