როგორი შეიძლება გახდეს სოხუმი
სამმა ბერლინელმა არქიტექტორ-ურბანისტმა აფხაზ აქტივისტებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად მომავლის სოხუმი გამოიგონეს.
ეს იყო სოხუმის კულტურული სივრცე “სკლად”-ის და დამოუკიდებელი გერმანული ორგანიზაციის “რაუმლაბორის” ერთობლივი პროექტი. ის ორ ეტაპს მოიცავდა – კვლევითს და პრაქტიკულს.
დასაწყისი: ქალაქის გაცნობა
თავიდან პროექტის ავტორები ქალაქში დასეირნობდნენ და იკვლევდნენ მას – გერმანელი არქიტექტორი მარიუს ბუში ახალგაზრდა აფხაზ არქიტექტორებთან ერთად.
“ქალაქის ატმოსფერო უფრო გასაგები ხდება, ეცნობი მაცხოვრებლებს. შეგიძლია მიხვდე, რა უფრო უხდება ამ ქალაქს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს. ასევე, ქალაქის კვლევისას მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გიჩნდება,”- გვიამბობს “სკლადის” კურატორი ტატიანა ერგუნოვა.
არტ-სივრცე “სკლადთან” თანამშრომლობა “რაუმლაბორის” არქიტექტორებს შევეიცარიულმა ფონდმა “არტსოფონდეიშენმა” შესთავაზა.
მარიუს ბუში ერთგვარი დაზვერვის მიზნით ჩამოვიდა და აფხზეთის დედაქალაქს უნებურად მშობლიურ ბერლინს ადარებდა, მისი თქმით – ორ სრულიად განსხვავებულ ქალაქს.
“სოხუმში ჩამოსვლისთანავე სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. ადამიანები აქ მშვიდები და კეთილგანწყობილები არიან – ერთმანეთისადმი და ჩემს მიმართაც. გარდა ამისა, სოხუმი არქიტექტურული თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა.” აქ შესაძლებელია მკაფიოდ განსახვავო არქიტექტურული ისტორიის სხვადასხვა შრე. მე-20 საუკუნის დასაწყისის უამრავი შენობა, შემდეგ საბჭოთა არქიტექტურის შრე, ასევე ომის შემდეგ დარჩენილი ბევრი დანგრეული ნაგებობა, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ,”- ამბობს მარიუს ბუში.
მეორე ნაბიჯი – სანაპიროს დაგეგმარება
საერთაშორისო კრეატიული ჯგუფი მუშაობას მოხაჯირების სანაპიროზე ღია საქმიანობით შეუდგა. დიდი სტენდზე აფხაზი და გერმანელი არქიტექტორები მომავალი სოხუმის გეგმას ხატავდნენ. ქალაქის კეთილმოწყობის შესახებ საკუთარი იდეის გამოთქმა ყველას შეეძლო.
სოხუმისთვის რჩევის მიცემის მსურველები რიგში იდგნენ. შეთავაზებები მრავალფეროვანი იყო – დაუჯერებლიდან აუცილებლამდე: დიმიტრი გულიას ენის ცენტრი, საერთაშორისო ბიბლიოთეკა, სავაჭრო ცენტრი მატარებელში, ცხენოსანი მილიცია და ბაღი რესტორან “ამრას” ადგილას. სოხუმელებს უკიდეგანო ფანტაზია აღმოაჩნდათ.
არქიტექტორი ბენიამინ ბალდენიუსი წარმოსახვითი სოხუმის რუკაზე მიუთითებს: “აი ეს ძალიან სახალისო ობიექტია. როდესაც სანაპიროზე ვხტავდით, მილიციის თანამშრომელი მოგვიახლოვდა და თავის სურვილი გაგვანდო – უნდოდა, ცხენზე ამხედრებული მილიციონერი ყოფილიყო, ისე როგორც – ჰაიდ-პარკშია. და ჩვენც ვიფირეთ, რატომაც არა! ცხენები მანქანებს ჯობს – გარემოს არ აბინძურებენ. ასე შევქმენით ცხენოსანი პოლიციის განყოფილება.”
მომავალი სოხუმის რუკაზე კოლექტიური შემოქმედების შედეგად სხვა დანარჩენთან ერთად მატარებელში მოწყობილი სავაჭრო ცენტრიც აღმოჩნდა.
“იმიტომ, რომ საქონელი რომლის გაყიდვაც სავაჭრო ცენტრში გინდათ, ჯერ იქამდე უნდა მიიტანოთ. და თუკი თვით ტრანსპორტს გამოიყენებთ ვაჭრობის ადგილად – მისი გადაადგილება უფრო ადვილია; ჯერ მთავარ სადგურში ივაჭრებს, შემდეგ, მაგალითად, სინოპის სადგურში. და ადამიანებს აღარ მოუწევთ არსად წასვლა – დაიცდიან და სავჭრო ცენტრი თვითონ მივა მათთან. ეს მათ დროსა და ენერგიას დაზოგავს, ატმოსფეროში გამონაბოლქვის დონეს შეამცირებს, და ასევე აღარ იქნება საჭირო ქალაქის ცენტრში უზარმაზარი მახინჯი შენობის წამოჭიმვა,” – ამბობს ბენიამინ ბალენდიუსი.
გაფრენა სადგურ “გუმადან”
ნახევრად მიტოვებული რკინიგზის სადგური გუმაეშე რამდენიმე წლის წინათ საექსპოზიციო დარბაზად იქცა. სწორედ ამ ობიექტის მაგალითზე გადაწყვიტა აფხაზურ-გერმანულმა ჯგუფმა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება უნიკალური საზოგადო ადგილის შექმნა მინიმალური დანახარჯებით და უმოკლეს დროში.
პროექტის აუცილებელი ნაწილი იყო აღმშენებლობა – და საბოლოოდ გუმას სადგური რაკეტადრომად და “ვიზიონოვატორების ინსტიტუტად” იქცა.
ორგანიზატორების თქმით, ობიექტის სახელწოდებას მთელი კოლექტივი განიხილავდა, თუმცა “ვიზიონავტების ინსტიტუტის” იდეა მოუვიდა ბენჯამენ ბალდენიუსს, რომელმაც ეს სახელწოდება ერთ-ერთ საბავშვო წიგნში ამოიკითხა, როდესაც 1999 წელს რუსეთში საკუთარ პროექტს ქმნიდა.
“ჩვენთვის “ვიზიონავტი” – ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ოცნების და ცხოვრებაში მისი განხორციელების”, – ამბობს ტატიანა ერგუნოვა.
ასეა თუ ისე, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო დედაქალაქის გამოცოცხლება; და როგორც ჩანს, ახალგაზრდა ურბანისტებმა ეს შეძლეს.
არტ-მშენებლობის შესახებ რომ იგებდნენ, ქალაქის ბევრი მცხოვრები ჯგუფს დახმარებას სათავაზობდა. სწორედ ასე შეიკრიბა თანამოაზრეთა დიდი გუნდი, რომლიც რამდენიმე დღის განმავლობაში აგებდა მცირე არქიტექტურულ ფორმას – “სკლად 2020-ის რაკეტას”.
სტუდენტებმა, მხატვრებმა, ინჟინრებმა – დროებით ყველამ ამ ოცნებით დაიწყო ცხოვრება
“ყველაფერს, რასაც გუმაზე დავდგამთ, ორ დღეზე მეტ ხანს არ იდგება. ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც ქალაქის სივრცის შეცვლის მაგალითი უნდა გახდეს. ვაპირებთ, რომ ჩვენი ობიექტის წარდგინებით იმის მაგალითი ვუჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში და შეზღუდული სამშენებლო მასალებით სულ ახალი ობიექტი გაჩნდეს, რომელიც ქალაქსა და ქალაქელებს მოემსახურება,” – ჰყვება ერგუნოვა.
“ვიზიონავტების ინსტიტუტის” პრეზენტაციას მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრიც ახლდა, ასევე – მოძრავი სამზარეულოდან გამასპინძლება და კონოჩვენება.
მომავლის სოხუმისთვის მუშაობა გრძელდება
- “რაუმლაბორი”- გერმანული ორგანიზაციაა, რომელიც ცხრა დამოუკიდებელ არქიტექტორს აერთიანებს; ისინი გეოგრაფებთან, მხტვრებთან, სოციოლოგებთან და მუსკოსებთანაც კი თანამშრომლობენ და უჩვეულო არქიტექტურულ პროექტებს ქმნიან. ყველაზე ხშირად ეს ჯგუფი საზოგადო ადგილების შექმნით ან გარდაქმნით არის დაკავებული
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 21.10.2016