როგორ შეიცვალა ფასები თბილისში: 1 კვადრატული უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა
გაზიარება
გაზიარება
SET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელშიც გრაფიკულადაა ასახული, თუ როგორ იცვლებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ღირებულება.
2021 წლის მონაცემებით, თბილისის უბნებს შორის ყველაზე ძვირად მთაწმინდა ფასობს – აქ 1 კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო ფასი 1 281 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 1 159 დოლარით ვაკე იკავებს, მესამეს კი – კრწანისი, სადაც უძრავი ქონების ღირებულება 956 დოლარია.
რაც შეეხება ყველაზე იაფ უძრავ ქონებას – ამ მხრივ სამგორი ლიდერობს. სამგორში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 622 დოლარია,
2016 წელთან შედარებით, საბურთალოს გარდა, უძრავი ქონების ფასი თბილისის ყველა უბანში გაიზარდა.
მთაწმინდაზე 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების საშუალო ფასი 21%-ით, ვაკეში 16%-ით, გლდანში კი 16%-ით გაიზარდა.
ეს არის ISET Policy Institute-ის ინფოგრაფიკა, თუ როგორ იცვლებოდა საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლების მიხედვით:
თბილისის უბნებში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასების ცვლილება ბოლო 5 წელიწადში:
აღსანიშნავია ისიც, რომ 200 000-მდე საქართველოს მოქალაქეს სესხი კიდევ უფრო გაუძვირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტით, 9.5%-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი კი კიდევ უფრო შეამცირებს საყოფაცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნას.
ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი ნიშნულია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას დაუკავშირა – მარტში ინფლაცია 7.2% იყო, მიზნობრივ მაჩვენებელზე 2.4-ჯერ მეტი.