ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებლებში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
ქართველები ირლანდიის თავშესაფრებში
ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში მცხოვრებ მოქალაქეთა შორის პირველ ადგილს ქართველები იკავებენ. ამის შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვლევიდან ვიგებთ.
2 ივლისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში 3432 ქართველი ცხოვრობს და ამ რაოდენობით საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, ალჟირი და სირია.

აღსანიშნავია, რომ მსგავს საცხოვრებლებში უკრაინის 397 და რუსეთის მხოლოდ 43 მოქალაქე ცხოვრობს.
Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
● “მთავარია, არ დაგვბომბონ” – როგორ ცხოვრობენ უკრაინელი ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყნებში