პრიმადონა გარდაიცვალა
დღეს დილით 72 წლის ასაკში გარდაიცვალა აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, ილხამა გულიევა.
პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ მომღერლის ნათესავები ამბობენ, რომ იგი გულის უკმარისობით დაიღუპა.
ძნელია ამის დაჯერება _ ილხამა გულიევამ, რომელმაც თავი აზერბაიჯანული ესტრადის პრიმადონად გამოაცხადა, სკანდალებითა და უგემოვნო მაკიაჟით იყო ცნობილი, და რომელიც მართლაც ღირსეულად ედგა სათავეში სამამულო შოუბიზნესს, მოულოდნელად დაგვტოვა. არადა, თითოს იმდენი სასიცოცხლო ენერგია ჰქონდა და ისეთი თავისებური, უშუალო ქარიზმით გამოირჩეოდა,გეგონებოდათ, ძალიან დიდხანს, თითოეულ ჩვენგანზე მეტს იცოცხლებდა.
მართალია, დღეს ეს კარიკატურულ პერსონაჟი გვიდგას თვალწინ, მაგრამ ის ტანწერწეტა ლამაზმანიც გვახსოვს, რომელსაც ულამაზესი თმა და წკრიალა ხმა ჰქონდა; დღეს იმ ილხამასაც ვემშვიდობებით, რომელსაც 60-იან წლებში საუკეთესო აზერბაიჯანელი კომპოზიტორები ანდობდნენ საკუთარ სიმღერებს.