"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
“ნაციონალური მორაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა – მან ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.
მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა). ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.
● იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება: ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს
● რა სჭირს ქართულ ოპოზიციას?
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს, რომ პარტია ღირსებითა და სიმართლით მართოს.
“მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ ამ შედეგს, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით – ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მე მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს.” – წერს ნიკა მელია
ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა კიდევ ერთმა კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა. მისი თქმით “ამ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი”, რაც, როგორც მამულაშვილი წერს, “ჩვენს ქვეყანას სჭირდება და “სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა.”