მოკლულების შეცოდების უფლება
სოციალური ქსელების აზერბაიჯანელ მომხმარებლებს შორის პარიზის ტერაქტმა მძაფრი ემოციები გამოიწვია.
როგორც ყველა სხვა კატასტროფის დროს, აზერბაიჯანელი მომხმარებელი ახლაც ორ ბანაკად გაიყო. ზოგი გლოვობს, ზოგი კი უბრალოდ მგლოვიარეებს აკრიტიკებს.
კრტიკოსებს მრავალნაირი არგუმენტი აქვთ:
საფრანგეთი არ არის მუსულმანური ქვეყანა
“მუსულმანურ ქვეყნებში ყოველდღიურად ასობით და ათასობით ადამიანი (მათ შორის, მოხუცები, ბავშვები და ქალები) კვდება, ჩვენთვის კი სულ ერთია. ახლა კი პროფილის ფოტოდ საფრანგეთის დროშის სურათი გაქვთ ატვირთული. საერთოდ აღარ გაქვთ სინდისი? იყავით კაცები!”

თავად არიან დამნაშავეები
“დასავლელი ჰეგემონები ამ “ისლამური სახელმწიფოს” სალაფავს როცა ხარშავდნენ (ეს არავისთვის არის საიდუმლო), უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ოდესმე ეს სალაფავი ადუღდებოდა, გადადუღდებოდა, გადმოვიდოდა და ისევ მათ დაახრჩობდა.”
“სარკოზის, ოლანდისა და სხვების ქცევები და განცხადებები საფრანგეთის ხმაა. ეს “უმრავლესობის ხმაა”. ფრანგების დანაშაული ისაა, რომ მათი არჩეული მმართველები ასეთ პოლიტიკას ატარებენ. სწორედ ამისთვის ხოცავენ მათ ახლა.”
ხოჯალი არ ითვლება?
“საინტერესოა, ფრანგებს თუ დაუწყვიათ ოდესმე აზერბაიჯანის საელჩოსთან ყვავილები? იქნებ ასობით აზერბაიჯანელის წინააღმდეგ ხოჯალიში მომხდარი სომხური ტერორის დროს მოხდა ეს? ან იქნებ მაშინ, როდესაც შენობაში ხანძარი გაჩნდა და უდანაშაულო ადამიანები შეიწირა? როდის?”
ცხადია, ოპონენტების კომენტარები ასეთივე მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა
“ნუ შეხვალთ დღეს ფეისბუკზე, ნუ წაიკითხავთ კომენტარებს – თავს ნუ დაიბინძურებთ.”
“თითქოს ჩემი აქაური მეგობრები ადეკვატური და სულიერად ახლობელი ადამიანები არიან, მაგრამ ზოგჯერ სულელური პოსტები მაინც გამოხტება ხოლმე.”
“ტერორს არა აქვს რელიგია”
“ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ მუსლიმებს ჩირქი მოსცხონ”
“მეტის ღირსები არიან ფრანგები. აბა, რა ეგონათ”
“128 ადამიანი.
128 ადამიანი გარდაიცვალა.
ენები გააჩერეთ, კმარა!”

ყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან, ბაქოში


