დახურული ცერემონიები ყველგან, მასშტაბური აღლუმი მხოლოდ ბელარუსში
8 მაისს, მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს აღნიშნავს – ყველაზე სისხლიანი დაპირისპირების კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რატომ ორი თარიღი
1945 წლის 8 მაისს, ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირე სახელმწიფოებმა – დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა – ნაცისტური გერმანიისგან უპირობო კაპიტულაცია მიიღეს.
ფორმალურად, მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბრამდე გაგრძელდა, როდესაც კაპიტულაცია გამოაცხადა გერმანიის მოკავშირე, იმპერიულმა იაპონიამ.
- რუსეთი: დაბალი სიკვდილიანობა ინფიცირებულთა ზრდის ფონზე და გარდაცვლილი ექიმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი
- მოსაზრება: რა უნდა გააკეთონ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად კრიზისის პირობებში
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- კორონავირუსი, ქრონიკა
რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი ამ მოვლენას 9 მაისს აღნიშნავენ. 1945 წელს, ეს სტალინმა მოითხოვა. მას საბჭოთა ხალხში მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის წაშლა სურდა, სადაც მთელი მსოფლიო ომობდა – და საბჭოთა კავშირი, პირველი ორი წლის განმავლობაში, გერმანიის მოკავშირის როლში იყო.
ამიტომ, საბჭოთა კავშირში, დღესასწაული 9 მაისს აღინიშნებოდა და ომს ეწოდებოდა არა მეორე მსოფლიო, არამედ, დიდი სამამულო.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/05/RTX7H43P-1024x659.jpg)
დღესასწაული იზოლაციის პირობებში
პირველად 1945 წლიდან მოყოლებული, 8 მაისი მთელ ევროპაში, მასობრივი შეკრებების აკრძალვის პირობებში აღინიშნება.
8 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა თითქმის 4 მილიონი ადამიანი. გარდაიცვალა – 270 ათასზე მეტი.
საფრანგეთში, პრეზიდენტმა მაკრონმა ყვავილების გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. მას თან მაღალჩინოსანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ახლდა.
ასეთივე, საზოგადოებისგან იზოლირებული ცერემონია ჩაატარა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, ცენტრალურ სამხედრო მემორიალთან.
დიდი ბრიტანეთი დედოფლის მილოცვითა და საერთოეროვნული წუთიერი დუმილით შემოიფარგლა.
მოსკოვში გააუქმეს ამ დღისთვის ტრადიციული, მასშტაბური სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე. ხელისუფლება კრემლის თავზე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაფრენით დაკმაყოფილდა.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/05/RTX7HWGB-1024x680.jpg)
ერთადერთი აღლუმი – მინსკში
გამონაკლისი გახდა ბელარუსი, რომელმაც უარი არ თქვა 9 მაისს, სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე.
„უნდა გვახსოვდეს, რომ (მეორე მსოფლიო ომის დროს) ადამიანები იღუპებოდნენ ჩვენ გამო, შესაძლოა, ვირუსისა და სხვა დაავადებებისგანაც, მაგრამ ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ. დაფიქრდით, რას იტყვიან ადამიანები. შეიძლება არა ახლავე, მაგრამ ერთი-ორი დღის შემდეგ, – იტყვიან, რომ შეგვეშინდა“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ოფიციალური სტატისტიკით, ბელარუსში, კორონავირუსით 20 ათასზე მეტი ინფიცირებული და 116 გარდაცვლილია. ბევრი ექსპერტი და აქტივისტი ფიქრობს, რომ ეს რიცხვები ხელოვნურად არის შემცირებული.
ლუკაშენკომ მინსკში, აღლუმზე მიიპატიჟა ყველა ევროპელი და პოსტსაბჭოთა ლიდერი, მაგრამ არც ერთი არ დათანხმდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების – 9 მაისს, მასობრივი ღონისძიების ჩატარების გამო.
ევროპის კავშირმა კი Covid-19-ის ეპიდემიის შედეგების გადასალახად ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხი, მინსკში დისტანცირების ზომების განუხრელად დაცვას დაუკავშირა. ბელარუსს დახმარების სახით 60 მლნ ევროს გამოყოფას შეჰპირდნენ.
პანდემიის გავრცელების შედეგად, როგორც დიპლომატიური, ისე ფინანსური და, სავსებით შესაძლებელია, ადამიანური დანაკარგები უკვე ნათელია, მაგრამ მინსკს მაინც დაუჟინებია აღლუმის ჩატარება.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/05/Screen-Shot-2020-05-03-at-17.36.05-1024x680.png)
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი უნდა ჩატარდეს, რათა „ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ შეგვეშინდა“ კორონავირუსის პანდემიის