მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 30 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 29.9 პროცენტით გაიზარდა და 15 912.7 მლნ ლარს გაუტოლდა.
“საქსტატის” ცნობით, მეორე კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9%)
● დამამუშავებელი მრეწველობა (42.3%)
● ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6%)
● ტრანსპორტი და დასაწყობება (47%)
● მშენებლობა (36.9%)
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5%)
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5%)

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობასა და (-2.3%), ასევე, განათლების (-1.4%) სექტორებში.
მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა და დამამუშავებელი მრეწველობა. შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და მშენებლობა.
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში გაიზარდა ღვინის ექსპორტიც საქართველოდან. წელს საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რამაც ჯამში 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია, 19 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.