მდუმარე აქცია და დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე
რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია 4 საათს გაგრძელდა და შუაღამისას დასურლდა. აქციისს მონაწილეები 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აპროტესტებდნენ. მათ პარალელურად კი ქაშუეთის ეკლესიასთან ჰომოფობები და ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები მშვიდობიანი აქციის დაშლას ცდილობდნენ.
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
4 საათის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაძაბული იყო. ძალადობრივი ჯგუფები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და პოლიციის მისამართით ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, კვერცხებს და ასაფეთქებელ პიროტექნიკას ე.წ. პეტარდებს ისროდნენ. ასევე ცდილობდნენ პოლიციის კორდონებისა და ჯებირების გარღვევას. პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა კიდეც.
მდუმარე აქციას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის დასრულების შემდეგგ დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა პოლიციამ ორი კორდდონის საშუალებით უზრუნველყო. ამის მიზეზი ძალადობრივი ჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც ტერიტორიას არ ტოვებდნენ და პრაქტიკულად ალყაში მოაქციეს აქციის წევრები.
კორდონის საშუალებით გაიყვანეს ჟურნალისტებიც, რომელთა მიმართაც კვლავ დიდი იყო აგრესია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
დღესვე ჟურნალისტებმა გამართეს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათ ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე თავდასხმა და ძალადობა გააპროტესტეს.
1-დან 5 ივლისამდე, საქართველოს დედაქალაქში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, პრაიდის კვირეული იმართებოდა. 1 ივლისს ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. 3 ივლისს ქვიარ ფესტივალი შედგა. 5 ივლისს კი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო.
- თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა. პირველმა დღემ კვერცხების სროლისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა
- რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
- როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
თუმცა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ, სადაც ქვიარ თემსა და მათ მხარდამჭერებს, „Tbilisi Pride”-ის კულმინაცია, „ღირსების მარში“ უნდა გაემართათ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ.
სიტუაცია, პრაქტიკულად, უმართავი იყო. ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ მოვლენებს, ერთხმად აცხადებენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. იმისათვის, რომ აგრესიული ჯგუფების სამიზნეები არ გამხდარიყვნენ, ჟურნალისტები მალავდნენ იმ ატრიბუტიკას, რაც მათ იდენტიფიცირებას ახდენდა: იხსნიდნენ პრესის ე.წ. ბეჯებს, იხდიდნენ მაისურებსა და ჟილეტებს, რომელსაც ეწერა PRESS.
დღეს 6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.