ომი უკრაინაში. ძირითადი მოვლენები. განახლებადი ინფორმაცია
-
Reuters: უკრაინაში რაკეტების 60 პროცენტი რუსეთმა წარუმატებლად გაუშვა.
უკრაინაში რაკეტების ნახევარზე მეტი რუსულმა არმიამ წარუმატებლად გაუშვა. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ვაშინგტონის შეფასებით, წარუმატებელი გაშვებების პროცენტი ყოველ დღე სხვადასხვაა და საერთო ჯამში 60%-მდე აღწევს. Reuters-ის წყაროები არ აკონკრეტებენ რა შეიძლება იყოს ასეთი მაღალი წარუმატებლობის მიზეზი.
Reuters-ის ცნობით, ამ მონაცემებით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა ერთი თვის განმავლობაში დასახულ სამხედრო შედეგებს. მაგალითად, რატომ ვერ მოახერხა უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალება, მაშინ როდესაც, წესით, მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას ფლობდა.
24 მარტს შესრულდა ერთი თვე უკრაინაში ომის დაწყებიდან. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა მხოლოდ ერთი რეგიონული ცენტრის, ხერსონის დაკავება მოახერხა.
-
რუსეთის შეჭრიდან პირველ სამ კვირაში უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ა ზარალმა სულ მცირე 62,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
რუსეთის შემოჭრიდან პირველ სამ კვირაში უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ
ა ზარალმა სულ მცირე 62,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.უკრაინაში რუსული შემოჭრის დაწყებიდან დაზიანებული ან განადგურებულია:
➖ 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება,
➖ 1600 საცხოვრებელი კორპუსი,
➖ 15 აეროპორტი,
➖ 6 თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.
➖15 ათას კილომეტრზე მეტი გზა,
➖ 5 ათასი კილომეტრიანი სარკინიგზო ლიანდაგი,
➖ 350 ხიდი. @nv.ua
-
გაირიცხოს რუსეთი G20-დან: ბაიდენმა ბრიუსელში ნატოს სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა.
მთავარი, რაც მან თქვა:
◾️დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ალიანსში. არც ერთი იმ 30 სახელმწიფოდან არ ვართ, რომელიც ექვემდებარება მე-5 მუხლს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ – დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად.
◾️24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები და ლოგიკური თხოვნით – დაგვეხმარეთ, დახურეთ ცა ჩვენს თავზე. დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან, მაგრამ მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. თქვენ იცით, რომ უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით მცირე საჰაერო ძალები ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.
◾️დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაში გაჩერებაზე. არ ფიქრობს და არც აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა – ნატოს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი – ეს უდავოა.
◾️შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი მთელი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. თქვენი ყველა ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მათი ყიდვა.
◾️გთხოვთ, არასოდეს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია.
-
უკრაინაში ომის 1 თვის განმავლობაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.
NATO-ს სამხედრო ოფიცრების ინფორმაციით, უკრაინაში ომის 1 თვის განმავლობაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.
-
შევიდა თუ არა ომი ჩიხში? ანალიტიკა.
უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ რუსული არმია ქვეყნის არცერთ დიდ ქალაქს არ აკონტროლებს. პრაქტიკულად შეჩერებულია კიევისა და ნიკოლაევის წინააღმდეგ შეტევა.
რას უნდა ველოდოთ ომის შემდეგი ეტაპისგან? BBC-იმ გამოკითხა სამხედრო ექსპერტები ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.
მაიკლ კოფმანი, აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორი:
“ყველაზე დიდ წარმატებას რუსეთმა მიაღწია ყირიმის მხრიდან შეტევაში. იქ რუსულმა არმიამ შეძლო რეგიონული ცენტრის – ხერსონის აღება, თუმცა ამის შემდეგ რუსული შეტევა შეჩერდა და ამ წუთას არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს ნიკოლაევისა და ოდესისთვის.
თავიდანვე რუსეთის სამხედრო ოპერაციას აკლდა კონცენტრაცია. ჯარები გაბნეული იყო შეტევის სხვადასხვა ხაზებზე.
შევიდა თუ არა ომი ჩიხში? კიც და არაც. რუსეთის ძალებს აქვთ ძალა ნელ-ნელა, თანდათანობით გადავიდნენ დონბასში. ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის არმიას უმეტეს ფრონტზე შეუძლია თავდაცვა და ზოგან შესაძლოა კონტრშეტევებიც. თუმცა, დაღლილობა უდავოდ ეტყობა ორივე მხარეს”.
რობ ლი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი:
“ოდესაში საზღვაო დესანტის ჩამოსხმა დიდი რისკია. ჩამოსხმის მცდელობისას უკრაინული ძალები საარტილერიო ცეცხლს გაუხსნიან რუსულ გემებს.
რუსულმა ჯარებმა ომი ამბიციური გეგმებით დაიწყეს – და ცდილობდნენ ყველაფრის ერთდროულად მიღწევას. წავიდნენ კიევზე, წავიდნენ ოდესაზე, წავიდნენ მარიუპოლზე, ცდილობდნენ ხარკოვისა და სუმისთვის ალყის შემორტყმას. მაგრამ ისინი არ ყვნენ საკმარისად ძლიერები საამისოდ”.
რიჩარდ შირეფი, ნატოს ევროპის მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე:
” პუტინმა ორი კლასიკური შეცდომა დაუშვა. ჯერ ერთი, მან არასაკმარისად შეაფასა მეტოქე. მეორეც, მან გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი არმიისა და საჰაერო ძალების შესაძლებლობები და ხარისხი”.
-
ნატო: რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა შესაძლოა 30-40 ათასს მიაღწია.
ნატოს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული არმიის დანაკარგები დაღუპულებში შეიძლება მერყეობდეს 7-დან 15 ათას ადამიანამდე, ხოლო მთლიანი დანაკარგები, დაჭრილების, დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების – 40 ათასამდე.
ნატო: რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა შესაძლოა 30-40 ათასს მიაღწიოს
ამერიკის ხმის კორესპონდენტი იუწყება, რომ ნატოს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული არმიის დანაკარგები უკრაინაში დაღუპულებში შეიძლება მერყეობდეს 7-დან 15 ათას ადამიანამდე, ხოლო მთლიანი დანაკარგები, დაჭრილების, დაკარგული და ტყვედ დათვლილი, შეიძლება იყოს. 40 ათასამდე.
ბიბისი წერს, რომ ომის პირობებში ყველაზე ხშირად შეუძლებელია მხარეთა განცხადებების სწრაფად გადამოწმება სხვისი დანაკარგებისა და საკუთარი წარმატებების შესახებ.
-
რუსეთმა გაანადგურა ხელოვნების მუზეუმი მარიუპოლში
რუსეთმა გაანადგურა ხელოვნების მუზეუმი მარიუპოლში
აქ ინახებოდა მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების ნახატები: ივან აივაზოვსკის, ნიკოლაი გლუშჩენკოს, ტატიანა იაბლონსკაიას, მიხაილ დერეგუსის და სხვების.
-
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინასთან ტყვეები ორჯერ გაცვალეს
თუმცა ტყვეების რაოდენობა მან არ დაასახელა.
უკრაინა ამას უარყოფს:
“ამჟამინდელი მდგომარეობით არავითარი გაცვლა არ ყოფილა”, – უთხრა BBC-ს უკრაინულ სამსახურს ვიცე-პრენიერმა, ირინა ვერეშჩუკმა.
-
მარიუპოლის დიდი ნაწილი მთლიანად განადგურებულია
-
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ევროპაში მიემგზავრება.
პირველი გაჩერება ბელგიაა, სადაც ის შეხვდება ნატოს მოკავშირეებს, G7-ის ლიდერებს და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერებს – შეხვედრის მთავარი თემაა, როგორ გადაიჭრას რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
ამის შემდეგ ბაიდენი გაემგზავრება პოლონეთში, ორმხრივ შეხვედრაზე ანდჯეი დუდასთან, რათა განიხილოს რუსეთის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი.
-
რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკა.
ეს ლაბორატორია იყო უნიკალური კომპლექსი თავისი მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეეძლო მომსახურების გაწევა – რადიოაქტიური ნარჩენების.
რუსეთის ჯარებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ოპერაციის პირველ დღეებში აიღეს. კვირას დამპყრობლებმა დაუშვეს სადგურზე პერსონალის ნაწილობრივი როტაცია, რომლებიც იქ ომის დაწყებიდან მუშაობობენ” – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
-
ვოლოდინირ ზელენსკი: 100 000 მარიუპოლის მცხოვრები სრულ ბლოკადაშია
“ამ ქალაქში კიდევ 100 000
ადამიანი რჩება საშინელ დღეში.სრულ ბლოკადაში – საკვების გარეშე, წყლის გარეშე, წამლების გარეშე და მუდმივი დაბომბვის ქვეშ”
მისი თქმით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად სტაბილური ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის მცდელობები, ერთ კვირაზე მეტია ჩაიშალა. რუსების ქმედებების გამო (რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ მხარეს ევაკუაციის ჩაშლაში ადანაშაულებს).
-
nstitute for the Study of War:
• რუსეთის ძალებს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, შეტევითი სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ და თავდაცვითი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერეს.
• ოკუპანტებს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი სამხედრო ოპერაცია არ ჩაუტარებიათ და ლოჯისტიკური პრობლემები ვერ გადაჭრეს.
• რუსული ძალები ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევენ წინ და მარიუპოლში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობენ.
• ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
• რუსეთი დანაკარგების შესავსებად დაბალი მომზადების რეზერვების, მათ შორის საბრძოლო დამხმარე ელემენტებისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან დაბალი მზადყოფნის ქვედანაყოფების განლაგებას აგრძელებს.
• უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთი გეგმავს პროვოკაციას, რათა ბელარუსი კონფლიქტში ჩართოს, თუმცა ბელარუსის მხრიდან დასავლეთ უკრაინის შეტევა ან წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
-
ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა:
“დაუბლოკეთ ყველა ანგარიშები, საკუთრება რუს ოლიგარქებს. დაიწყეთ ნავთობზე სანქციებით. არ მისცეთ რუსულ გემებს თქვენს პორტებში შემოსვლის საშუალება. არ დაუშვათ კრიზისი თქვენს მეზობელ რეგიონებში.”
-
უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები რუს ოკუპანტებთან შეიძლება ორ-სამ კვირაში დასრულდეს-არესტოვიჩი
უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები რუს ოკუპანტებთან შეიძლება ორ-სამ კვირაში დასრულდეს, განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა.
-
კიევში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 65 მოქალაქე, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.
-
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის გამო რუსეთის სამხედრო ატაშე მეორედ გამოიძახა.
სამინისტროს სპიკერმა, ლოურენს ლიმ ატაშე გააფრთხილა, რომ ბრიტანეთი შეაგროვებს მტკიცებულებებს უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ. ლიმ ასევე შეახსენა რუს ატაშეს, რომ სკოლები, თეატრები და საავადმყოფოები არ არის სამხედრო სამიზნეები.
-
პუტინი ბრძოლის ტაქტიკას ცვლის?
The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი ცვლის უკრაინაში შეჭრის ტაქტიკას.
მანამდე, აშშ და მისი მოკავშირეები, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებდნენ რომ პუტინის მთავარი მიზანი კიევის აღება და ზელენსკის მთავრობის პრორუსული რეჟიმით ჩანაცვლება იყო.
თუმცა, ვინაიდან, ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა და ეს მიზნები ვერ შესრულდა, პუტინი იძულებულია ტაქტიკა შეცვალოს, წერს – ჭშჟ.
ახალი გეგმით, რუსეთი შეეცდება აიძულოს კიევი, დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. მათ შორის, ქალაქი მარიუპოლი.
რუსეთის მიზანია, დააკავშიროს ერთმანეთთან 2014 წელს მიტაცებული ყირიმის ნახევარკუნძული და დონეცკი და ამით გააძლიეროს რუსული კონტროლი დონბასზე.
თუკი უკრაინა ამ პირობებს და ასევე ნეოტრალიტეტს არ დათანხმდება, რუსეთი შეეცდება კონტროლი შეინარჩუნოს უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე
და განაგრძოს ომი, აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები.“ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ის [პუტინი] უბრუნდება ალყის ტაქტიკას”, – ამბობს აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
თუკი, რუსი სამხედროების ქმედებები წარმატებული იქნება, მერე უკვე კიევი დადგება დღის წესრიგში.
„უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, კიევის სტატუსი ღია საკითხად რჩება. გაურკვეველია, შეუძლია თუ არა კრემლს შეკრიბოს საკმარისი ჯარი, რათა მჭიდროდ შემოარტყას ალყა კიევს და დაიკავოს იგი“, – თქვა გაზეთის წყარომ.
-
დღეს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იქნება
-
პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ღამე კიევში, პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
-
სუმის ქიმიურ საწარმოზე ავიაიერიშისას, ამიაკის ერთი რეზერვუარი დაზიანდა
სუმის ქიმიურ საწარმოზე ავიაიერიშისას, ამიაკის ერთი რეზერვუარი დაზიანდა. მოხდა ამიაკის უმნიშვნელო რაოდენობის გაჟონვა. მოსახლეობას საფრთზე არ ემუქრება.
-
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: არცერთ მხარეს არ აქვს ძალა რეალურად შეცვალოს სიტუაცია
ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.
მისი გამოსვლის ძირითადი პუნქტები:
🔻 „ფრონტი პრაქტიკულად გაიყინა, რადგან არც ჩვენს და არც რუსულ მხარეს არ გააჩნია საკმარისი ძალა იმისთვის, რომ რეალურად შეცვალოს სიტუაცია ამა თუ იმ მიმართულებით“;
🔻“მხარეები ატარებენ ტაქტიკურ მოქმედებებს, აგროვებენ რეზერვებს და ურტყამენ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ უკეთ ვახორციელებთ ამ დარტყმებს”;
🔻 “თუ შეამჩნიეთ, ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები პრაქტიკულად აღარ არის. რუსული ავიაცია პრაქტიკულად აღარ არსებობს”
🔻“იმ ფაზაში, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეძლო შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რაც მათ წინაშე დგას, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურების მრავალი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ FSB-მ დაიწყო პასუხისმგებელი პირების ძებნა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში“
BBC დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს ან უარყოფს ამ განცხადებებს.
-
უკრაინამ ინტერნეტში დაბლოკა 1,5 ათასი რუსული საინფორმაციო რესურსი
დაბლოკილ არხებს დაახლოებით 15 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა.
ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ დაბლოკვა ხდება მომხმარებლების საჩივრების მიღებისა და პუბლიკაციების შინაარსის შეფასების მიხედვით.
-
ომის 26-ე დღე. მოკლედ, რა იყო მთავარი გუშინ:
➖ სულ მცირე 50 ადამიანის ცხედარი ამოიტანეს ნიკოლაევის ყაზარმის ნანგრევებიდან. ყაზარმა გუშინ სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა. კიდევ 57 ადამიანია დაშავებული.
➖ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ პირველად გამოიყენა უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტა “ხანჯალი”.
➖ უკრაინული ტელეკომპანია “ჰრომადსკეს” ჟურნალისტის გაუჩინარების გამო ზაპოროჟიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამომძიებლების ვერსიით, ჟურნალისტი ქალი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ბერდიანსკში გაიტაცეს.
➖ უკვე 3,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა.
➖ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ განაახლებს კონტრაქტს რუსულ „გაზპრომთან“.
-
ომი უკრაინაში. 18-19 მარტის LIVE ნახეთ აქ