ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია თქმით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 5-მა საავადმყოფო უკვე დატოვა.
გამოჯანმრთელებულია კიდე 3 პაციენტი, თუმცა, იმის გამო, რომ ჰქონდათ პნევმონია, ახლა მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ და საავადმყოფოს კვლევების დასრულების შემდეგ დატოვებენ.
ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 30 პაციენტი მკურნალობს.
4 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ისინი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისა და ასაკის გამო რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3254 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.
54 პაციენტიდან 8 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.