ბილ გეითსი: შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობის ძირითად ნაწილს მუდმივად ტესტირებას ჩაუტარებენ
გაზიარება
გაზიარება
სანამ შეზღუდვებს მოვხსნით – უნდა ვიცოდეთ, თუ რამ გაუწია ყველაზე მეტად პროვოცირება ინფიცირებას. სხვა შემთხვევაში, აფეთქების განმეორების საფრთხე არსებობს
პირველ რიგში, ზუსტად უნდა შევაფასოთ:
პირველი – ადამიანის საქმიანობის, რომელ კონკრეტულ სფეროებს უკავშირდება ახალი აფეთქების საფრთხე.
გადაწყვეტილების მიღებამდე – უნდა გავარკვიოთ, თუ რომელმა სფეროებმა და ადგილებმა გამოიწვია შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი შეიძლება მასობრივი ინფიცირების მეორე ტალღის მაპროვოცირებელი ფაქტორები გახდეს.
მეორე – რომელი ბიზნესებია ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რომელს შეუძლია მოიცადოს.
პირველ რიგში, უნდა გაიხსნას ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები – სასწავლო დაწესებულებები, მშენებლობები, სამრეწველო წარმოება.
ამას გარდა, პირველ ეტაპზე საჭიროა მთელი მოსახლეობის ყოველდღიური ტესტირება და შეზღუდვების მოხსნის მხოლოდ ამის შემდეგ დაწყება.
ეს არის დაავადების ახალი აფეთქებების თავიდან აცილების მთავარი გზა – განურჩევლად ყველა ადამიანის ტესტირება და ინფიცირებული ადამიანების ყველა კონტაქტის გამოკვლევა.
ტესტირების ახალი სისტემებისა და მეთოდების დამსახურებით, აშშ-ში, შესაძლებელი იქნება, დღეში, 400-500 ათასი ადამიანის ტესტირება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, აუცილებელი მინიმუმია.
ეს იყო ბევრი ქვეყნის მთავარი შეცდომა – უკვე იცოდნენ ეპიდემიის შესახებ, შედიოდნენ მასში, მაგრამ არ ქმნიდნენ ტესტების საკმარის მარაგს და ტესტირების შედეგების ლოდინი, 24 საათზე მეტხანს უწევდათ.
ასევე, ტესტირება არ იყო ყველა სოციალური ჯგუფისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
თუკი პროცესებს რეალურად და სერიოზულად შევაფასებთ – COVID-19-ის ვაქცინა ერთ-ორ წელიწადში გამოჩნდება. 12-18-თვიანი ვადა, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება.
მას შემდეგ, რაც ვაქცინა დამზადდება, აუცილებელი იქნება იმაში დარწმუნება, რომ მას გვერდითი ეფექტები არ ექნება. ამისათვის, საჭიროა დრო, რომლის შემცირებაც შეუძლებელია.
ბრალდება და პასუხი
ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ხელოვნური წარმოშობისაა და მისი გამოჩენა ყველაზე მეტად აწყობთ IT კომპანიებსა და მობილური კავშირის ოპერატორებს.
ბევრი პოსტი იწერება იმის შესახებ, თითქოს, ეს კომპანიები ფულს შოულობენ ადამიანების იზოლაციით, რადგან ისინი იძულებული არიან სახლში ისხდნენ და უფრო მეტად ისარგებლონ კომპიუტერებითა და მობილური კავშირით.
ერთ-ერთი, ვისაც შეთქმულების მოყვარულები ადანაშაულებენ – ბილ გეიტსია.
„ჩემთვის ეს ბრალდებები საკმაოდ ირონიულად ისმის, რადგან ჩემი საქველმოქმედო ფონდი ათწლეულების განმავლობაში აფინანსებს სწორედ სახიფათო ინფექციურ დაავადებებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
არ მგონია, რომ ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა დაიჯეროს ეს თეორია“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.