ტურიზმი აქ შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის სულ მცირე მეოთხედი ამა თუ იმ გზით სწორედ ტურიზმშია დასაქმებული. ამიტომ, ბევრისთვის ეს მნიშვნელოვანი დროა.
ოფიციალური შედეგები, მათ შორის ციფრები და სხვადასხვა გამოთვლები, ნოემბერში გამოქვეყნდება. თუმცა, საერთო სურათი უკვე ნათელია.
“ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ეს წელი გარღვევა არ არის, მაგრამ არც კატასტროფაა. არის გარკვეული ფინანსური პრობლემები“, – ასე აფასებს სიტუაციას თითქმის ყველა ექსპერტი.
აფხაზეთში ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსია. ტურისტული ნაკადის სტიმულირების მიზნით, რუსეთიდან აფხაზეთში რამდენიმე პირდაპირი რეისი 1-ელ მაისს დაიწყო.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის მონაცემებით, აგვისტოში, აფხაზეთი ხუთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში შევიდა – მეოთხე ადგილზე თურქეთის, ეგვიპტისა და რუსეთის კურორტების შემდეგ.
თუმცა, რუსეთში ყველა ჯავშნის მხოლოდ 7.4% მოდიოდა აფხაზეთზე. საერთო ჯამში, ზღვის სეზონი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად უარესი იყო.
ანალიტიკოსების თქმით, ეს სიტუაცია პირდაპირ კავშირშია წელს რუსეთის ტურისტული აქტივობის საერთო შემცირებასთან. რუსეთში ტურისტული პაკეტების გაყიდვების შემცირება დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველა ტრადიციულად პოპულარულ დანიშნულებებზე, მათ შორის აფხაზეთში.