მეორე ტური დასრულდა - ზეიმობს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც
გაზიარება
გაზიარება
ზუსტად 20:00 საათზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა, კენჭისყრა შეწყდა.
მეორე ტურები ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის იყო – 39.5%
პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 51.92 პროცენტი იყო. ეს 1 815 776 ადამიანია.
ორი ეგზიტპოლი ჩატარდა – ერთი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით და მეორე – ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით.
“იმედის” ეგზიტპოლი:
“იმედის” ეგზიტპოლი კომპანია “გორბიმ” ჩაატარა ოთხ დიდ ქალაქში. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, ყველგან ლიდერობს “ქართული ოცნება”