ჯეიმს ო'ბრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის საელჩოში დაადასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ისინი ჯერ არ საუბრობენ.
მანამდე ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თეთრი სახლის მაღალჩინოსანი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სამშაბათს დილით, 13 მაისს არის ჩანიშნული რუსული კანონის მესამე მოსმენა, რომელზეც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ კანონს მიიღებს.
● პრემიერმა ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. პრეზიდენტის და მოქალაქეების კომენტარები
● მუქარა, გინება, ცემა. რა ფაზაში შევიდა “ქართული ოცნება”. ექსპერტების კომენტარები
● საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში რუსული კანონის გამო გადადგა
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს გასული წლის ივნისშიც ეწვივნენ. მაშინ მათ განაცხადეს, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, თუმცა კონტექსტის გეოპოლიტიკური გათვალისწინებით, ეს მათ “ესმით.”
ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ მათი მიზანია, რუს სამხედროებს ხელი შეუშალონ იმ იარაღების მიღებაში, რომელიც უკრაინაში ადამიანებს კლავს. ო’ბრაიენის თქმით, საქართველოში საკმიოდ დიდი სამუშაო გაწია სანქციების შესრულების მონიტორინგის მიმართულებით და შექმნილია კომპლექსური სისტემაც.
მაღალჩინოსანმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის.
ასევე, ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას.