იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება: ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს
იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება
28 იანვარს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შიდა არჩევნებია – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და პარტიიდან ერთი თვის წინ წასული ნონა მამულაშვილი.
არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს შორის განხეთქილება მოხდა. ეს არჩევნები ქვეყნის ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შუაზე გაყოფს და შესაბამისად, ცვლილებებს გამოიწვევს ზოგადად ოპოზიციურ ფრონტზეც.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, სასიკეთო აღმოჩნდეს ოპოზიციური ფლანგისთვის:
“ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს. ამჯერად, ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას:
ნაცმოძრაობა, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყოველთვის უჩენდა ცდუნებას პატარა პარტიებს, რომ მისით გასულიყვნენ ფონს (ანუ, ადგილები მიეღოთ პარლამენტში). სხვა ოპოზიციური პარტიები, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთაც, ცდილობდნენ პოლიტიკური დივიდენდები ნაცმოძრაობის ორბიტაზე შესვლით მოეპოვებინათ.
ახლა, ნაცმოძრაობა ვეღარ დარჩება ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორიც იყო. ის, ვინც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით, გაიყოლებს ამ პარტიის ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ორივე მხარეს „ლიდერშიპის“ მძიმეწონიანი ფიგურები დგანან.
ჰოდა, რადგან პოლიტიკური „მტვერსასრუტი“ აღარ იარსებებს, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იქნებ საკუთარ თავებს ჩასჭიდონ ხელი და გაძლიერდნენ – გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნიშა ჯერ ისევ ფართოა.” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
● რა სჭირს ქართულ ოპოზიციას?
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომლის მიზანი, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაა, რაც “საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება.”
მოძრაობა “თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” ლიდერის, აკია ბარბაქაძის თქმით, მოხდება საქართველოს გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისგან და მიტაცებული ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, “ერთად ვდგავართ” და ისინი ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.
განცხადება გააკეთეს პარტია “დროას”, “გირჩი-მეტი თავისუფლების”, და “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმაც”; ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ელენე ხოშტარიას თქმით, 24 თებერვალს ქართველმა ხალხმა აქციაზე კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, რომ კრიტიკულ მომენტში ერთად დგომა შეუძლია.
გაიგეთ მეტი ჯემნიუსზე – Twitter | Facebook | Telegram | Instagram
უკვე ორ წელიწადში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიციის წინაშე დგას რთული ამოცანა – ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს „ქართულ ოცნება“, მმართველი გუნდი 10 წლიანი სტაჟით, რომლის დამფუძნებელი და არაფორმალური ხელმძღვანელი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცი – ბიძინა ივანიშვილია.
პარალელურად, ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოსთვის მოულოდნელად გაიხსნა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფანჯარა – ქვეყანას აქვს შანსი, უკრაინის და მოლდოვას მსგავსად, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამისთვის მან ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
თუმცა, ოპოზიცია, რომელიც მოვლენების ავანგარდში უნდა იყოს, ბოლო პერიოდში საკუთარი შიდა გარჩევებით უფროა დაკავებული.