Google-მა აითვისა აფხაზური ენა
აფხაზური ენიდან
Google-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა Translate ფუნქცია და დაამატა 110 ახალი ენა, მათ შორის აფხაზური, ჩეჩნური და ოსური. ახალი ენები უკვე ხელმისაწვდომია.
ეს არის გუგლის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოება და არის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი – გადალახოს ენობრივი ბარიერები და მთარგმნელებს საქმე გაუმარტივოს.
- აფხაზეთში პოპულარულია ცეკვა, ენა და მშვილდოსნობა – აქ ნაციონალურ ჰობის ეძებენ
- “მსოფლიო უარყოფს ჩვენს არსებობას” – როგორ ცხოვრობენ აფხაზი ახალგაზრდები პასპორტებზე ევროკავშირის სანქციების შემდეგ
მანამდე, აფხაზმა ენათმეცნიერმა და მკვლევარმა დავით დასანიამ, რომელიც Yandex-თან მთანამშრომლობდა მთარგმნელობით პროექტზე, განაცხადა, რომ Yandex გეგმავს რამდენიმე ჩრდილოეთ კავკასიური ენის დამატებას მთარგმნელობით სერვისში, როგორიცაა აფხაზური, ჩერქეზული, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღა, ოსური, ჩეჩნური, ინგუშური და სხვადასხვა დაღესტნური ენები.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო