“ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებულ სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.
ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით, გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას”, – განაცხადა ცაჰკნამ.
ესტონეთმა, ჯამში, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს 102 მოქალაქეს დაუწესა. იმ 19 პირს შორის, რომელსაც ესტონეთმა დღეს სანქციები დაუწესა არიან: ნინო გალუსტაშვილი, გიორგი გვარაკიძე, ალუდა ღუდუშაური, ილია ინჯია, ირაკლი ქადაგიშვილი, ანი ხუბეჯაშვილი, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი, მარი მეშველიანი, ვიქტორ მეტრეველი, ჯვებე ნაჭყებია, ნინო სახელაშვილი, პაატა სალია, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შვანგირაძე, სოზარ სუბარი, ალექსანდრე ტაბატაძე, სულხან თამაზაშვილი, ნათია თათიაშვილი.