დიდ ბრიტანეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, მოქმედ ელჩს – ჯასტინ მაკკენზი სმითს მარკ კლეიტონი შეცვლის.
მარკ კლეიტონი საქართველოში მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება.
მარკ კლეიტონი 2018 წლიდან დღემდე მინისტრთა კაბინეტში მუშაობს. ის ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს კურირებს. 2018 წლამდე კლეიტონი დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში.
ჯასტინ მაკკენზი სმითი, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩად 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა, საქმიანობას სხვა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.