ვენერა და სირანა გაგლოშვილები გორში, სოფელ ლეთეთში ცხოვრობენ. ექვსი დედმამიშვილიდან მათ გარდა ცოცხალი აღარავინაა. ვენერა უმცროსია, 1941 წელს დაიბადა. მისი დაბადებიდან მალევე მამა ომში წავიდა და დაიკარგა.
შვილები დედამ მარტომ გაზარდა. ვერც ვენერამ და ვერც სირანამ სწავლა ვერ გააგრძელეს. ამბობენ, რომ მაშინ სხვა დრო და ბევრი გაჭირვება იყო.
ამ ვიდეოში ლეთეთელი დები თავიანთ ბავშვობასა და ახალგაზრდობას იხსენებენ. ჰყვებიან, როგორ ზრდიდა დედა უმამოდ დარჩენილ ექვს დას.