ავტოექსპორტის სტატისტიკა საქართველოში: ყველაზე მეტი ავტომობილი აზერბაიჯანსა და სომხეთში მიდის
ავტოექსპორტის სტატისტიკა საქართველოში
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 412 მილიონი დოლარის ღირებულების 22.4 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
ეს წინა წელთან შედარებით 333%-ით მეტია.
საქართველოდან რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია. რეექსპორტზე გასული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი 18 ათასი დოლარი იყო.
ქვეყნების მიხედვით, რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 99.7 მილიონი დოლარის ღირებულების 7.3 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 87.3 მილიონი დოლარის რეექსპორტით, მესამეზე კი ყაზახეთი – 87.2 მილიონის რეექსპორტით.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ძვირიანი (საშუალო ფასი 84 ათასი დოლარი) ავტომობილები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადის. ყველაზე იაფფასიანი ავტომობილები (საშუალო ფასი 10 ათასი დოლარი) ტაჯიკეთში და აზერბაიჯანში (ერთის საშუალო ფასი $13.6 ათასი).
-
ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:
1. აზერბაიჯანი – $99.68 მილიონი 7,348 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $13.6 ათასი;
2. სომხეთი – $87.29 მილიონი 4,845 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18.0 ათასი;
3. ყაზახეთი – $87.17 მილიონი 4,757 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18.3 ათასი;
4. ყირგიზეთი – $87.12 მილიონი 2,398 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $36.3 ათასი;
5. რუსეთი – $21.61 მილიონი 1,544 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14.0 ათასი;
6. ტაჯიკეთი – $8.12 მილიონი 815 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10.0 ათასი;
7. ბელგია – $5.71 მილიონი 119 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $48.0 ათასი;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $5.16 მილიონი 61 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $84.5 ათასი;
9. უკრაინა – $3.32 მილიონი 189 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $17.5 ათასი;
10. ჩინეთი – $1.46 მილიონი 33 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $44.3 ათასი.
ავტომობილების ექსპორტს საქართველოს მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს – 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 661.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.5 პროცენტი) მეორე ადგილი დაიკავა. (პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები).