ყოველწლიურად, 21 მაისს, აფხაზეთში აღინიშნება რუსეთ-კავკასიის ომის (1817–1864) მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
ომის შედეგად, ჩერქეზები, აფხაზები და ადიღეები იძულებით გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. აფხაზების დაახლოებით 80% იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. მათ მუჰაჯირებად მოიხსენიებენ
დღეს დიასპორაში მცხოვრები აფხაზების ზუსტი რაოდენობა უცნობია – შეფასებები 500 ათასიდან მილიონამდე მერყეობს. ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს თურქეთში, სირიაში და იორდანიაში.
ცარისტული და საბჭოთა რუსეთის დროს მათ სამშობლოში დაბრუნება აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ბოლო 25 წელია აფხაზეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ რეპატრიაცია მისი ეროვნული იდეაა.
მემორიალურ ცერემონიაში ტრადიციულად მონაწილეობდნენ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო