აფხაზეთში მინიმალური ხელფასი გაიზარდა. თუმცა, ხალხზე ზრუნვა არაფერ შუაშია, ამბობენ ექსპერტები
აფხაზეთში მინიმალური ხელფასი 2023 წლის 1 იანვრიდან 5000-დან 10000 რუბლამდე გაიზარდა [დაახლოებით $73-დან $145-მდე]. მაგრამ ბევრი ეკონომისტი თვლის, რომ ეს ზრდა არ არის გამიზნული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
აფხაზეთის მთავრობის ახალი დადგენილებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალი არ უნდა იყოს, რაც ამ დროისთვის 9343 რუბლია [136$].
ადრე მინიმალური ხელფასის ოდენობა და საარსებო მინიმუმი ერთმანეთთან არ იყო დაკავშირებული, შესაბამისად, სამომხმარებლო კალათის ღირებულების ზრდამ არ იმოქმედა მინიმალურ ხელფასზე, რომლის ოდენობა აფხაზეთში 2005 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
- დეფიციტი. ისტორია აფხაზეთის ბიუჯეტის შესახებ
- “ანქვაბმა ქართველებს იარაღი გადასცა” – აფხაზეთში პრემიერის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
- რამდენად გამართლებულია რუსული ინვესტიციები აფხაზეთში, როგორც ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის საშუალება
მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: მინიმალური ხელფასი აფხაზეთში მხოლოდ კომერციული სტრუქტურების თანამშრომლებისთვის გაიზრდება და ეს სიახლე არ გავრცელდება სახელმწიფო მოხელეებზე.
ამიტომ, ბევრი ეკონომისტი თვლის, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით ხელისუფლება საერთოდ არ ზრუნავს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
„როდესაც მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინიმალური თვიური ხელფასი მხოლოდ კომერციულ სტრუქტურებში უნდა დაწესდეს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ აქტით ხელისუფლება აპირებს გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის მომგებიანობა კომერციულ სტრუქტურებში ხელფასების დაქვითვის გზით. ნუ ეძებთ აქ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნებს.“ – ამბობს ეკონომისტი ბესლან ცვინარია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო