„ფორმულა-1“: რისთვის სჭირდება ეს აზერბაიჯანს?
„ფორმულა-1“, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, „სამეფო რბოლა“, 2016 წლიდან ბაქოს მცხოვრებთათვის იმ ფუფუნებას აღარ წარმოადგენს, რომელსაც ჩატარების ადგილიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, საკუთარ ტელევიზორში უნდა უყურო.
2017 წლის ივნისში აზერბაიჯანის ისტორიაში მეორე გრან-პრი ჩატარდება.
ამავდროულად, უკვე ორი წელიწადია, რაც არ ცხრება იმაზე მსჯელობა, სჭირდება თუ არა „ფორმულა-1“ სამხრეთი კავკასიის ყველაზე მდიდარ ქვეყანას?
აზერბაიჯანმა, უკვე დიდი ხანია, მიაჩვია მსოფლიო საზოგადოებრიობა დიდი საერთაშორისო, უფრო ხშირად სპორტული ხასიათის პროექტების ჩატარებას
[yes_list]
- 2015 წელს ბაქოში პირველი ევროპული თამაშები ჩატარდა;
- 2017 წლის მაისში ისლამური სოლიდარობის თამაშები ჩატარდება, რაზეც 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება;
- ბაქომ უკვე მიიღო 2019 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება;
- 2020 წელს კი აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპის საფეხბურთო ჩემპონატის 4 მატჩი გაიმართება.
[/yes_list]
2016 წლიდან ბაქო 10 წლით დაუკავშირდა „ფორმულა-1“-ს.
რად უნდა ბაქოს „ფორმულა-1“?
„რბოლა იმთავითვე განიხილებოდა ბიზნეს-პროექტად, რომელიც მიზნად ისახავდა „ფორმულა-1“-ის გამზადებული, ნახევარმილიარდიანი მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანის წარმოჩენას და ქვეყანაში ტურისტებად მათ მოზიდვას“, – ამბობს პროექტის მთავარი „გამპიარებელი“,Baku City Circuit-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების დირექტორი ნიგიარ არპადარაი.
„რბოლას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადასცემენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ფორმულა-1“-ის მოყვარულებს იმავდროულად ბაქოს პანორამითა და სილამაზითაც შეეძლებათ დატკბნენ“, – ამბობს ტურისტული კომპანია A La Carte Travel-ის ხელმძღვანელი ნასიბ უსუბოვი.
დამოუკიდებელი ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ მხოლოდ დიდი მოდური ღონიძიებების ჩატარებით – იქნება ეს მუსიკალური, როგორც „ევროვიზია“, ან სპორტული, როგორც ევროთამაშები ან „ფორმულა-1“ – ტურისტების მოზიდვა შეძლებელია. საჭიროა კარდინალური რეფორმები ტურიზმის სფეროში, ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნით დაწყებული, საშუალო და გრძელვადიანი პროექტებით დასრულებული.
ტურისტული მაჩვენებლები მატულობს
არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის მხოლოდ 9 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩამოვიდა მილიონ 700 ათასზე მეტი ტურისტი, რაც თითქმის 11 პროცენტით მეტია 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, გაერთიანებული არაბული საემიროებიდან ტურისტების რაოდენობა 34-ჯერ გაიზარდა.
ნიაგირ არპადარი ამბობს, რომ არაბული ქვეყნებიდან წამოსული ტურისტების ნაკადი პირდაპირ „კავშირშია“ „ფორმულა-1“-თან.
„ჩვენ დავამზადეთ რამდენიმე პრომო-რგოლი, რომლებიც ეხება ბაქოს, აზერბაიჯანის კულტურასა და არქიტექტურას, ეროვნულ სამზარეულოს, ასევე „ფორმულა-1“-ის ბაქოური რბოლის უნიკალურ თავისებურებებს. ისინი BeI N Sports-ის ეთერით ახლო აღმოსავლეთის – 30-ზე მეტი, ჩრდილოეთი აფრიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის გადაიცემოდა. „ფორმულა-1“ -ის ჩატარებამ გავლენა იქონია იმაზე, რომ ადამიანებს ბაქოში ჩამოსვლა მოუნდათ“.
მაგრამ ნატიკ ჯაფარლის აზრით, ტურისტები არაბული ქვეყნებიდან ბაქოსკენ „ფორმულა-1“-ის გამო არ დაძრულან.
„წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გამარტივდა ქვეყანაში შემოსასვლელი ვიზების გაფორმება არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ტურებით დაგვეხმარნენ თურქული ტურსააგენტოები, რომლებმაც თავის ქვეყანაში მომხდარი მოვლენების გამო, ტურისტული ნაკადის ერთი ნაწილი ბაქოსკენ გამოუშვეს“.
ტურიზმის სფეროს ექსპერტს ნასიბ უსუბოვს საერთოდ არ მიაჩნია, რომ რბოლის ჩატარების დროს ბაქოში უამრავი ტურისტი ჩამოვა.
„ფორმულა-1“ – ეს სპორტის სპეციფიკური სახეობაა, რომელსაც თავისი აუდიტორია ჰყავს. ამგვარი ღონისძიების ჩატარების დროს ბაქოს ყველა ცენტრალური სასტუმრო ივსება, სხვები კი ფასებს ზრდიან, გადაკეტილია ყველა მთავარი გზა – ეს არახელსაყრელია ჩვეულებრივი ტურისტისთვის, რომელსაც ქვეყნის ნახვა უნდა და არა ღონისძიების“.
შესაძლებელია თუ არა, რომ პროექტი შემოსავლიანი გახდეს?
აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად ბაქოში ჩატარებული რბოლის უქმეებს გასული წლის ივნისში 25 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო მსოფლიოს 47 ქვეყნიდან. ბილეთების გაყიდვით 4 მილიონი მანათი (გრან-პრის ჩატარების მომენტის კურსით – დაახლოებით 2,6 მლნ დოლარი) შემოვიდა.
მის ჩატარებაზე 100 მილიონი მანათი (გრან-პრის ჩატარების მომენტის კურსით – დაახლოებით 62 მლნ დოლარი). ეს ციფრი ახალგაზდობისა და სპორტის მინისტრმა აზად რაგიმოვმა დაასახელა.
სულ 25 ათასი ბილეთი გაიყიდა, და მათი უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა გამოისყიდეს.
საინფორმაციო სააგენტო „The First news“-ის რედაქტორი რაჰმან გაჯიევი – ბაქოს ისტორიაში პირველად ჩატარებული გრან-პრის ეტაპისადმი მიძღვნილი სპეცპროექტის ავტორი, ფინანსურ სარგებელზე მსჯელობისას ამბობს, რომ ეს ბიზნეს-მოდელი არსებითად განსხვავდება სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობისგან.
და მთავარი განსხვავება სხვა შეჯიბრებებისგან ის არის, რომ გრან-პრის ორგანიზატორები პრაქტიკულად არ იღებენ არანაირ შემოსავალს სატელევიზიო ტრანსლაციებიდან, ჩანდაიზინგიდან, კორპორატიული კლიენტების მომსახურებიდან (მაგალითად, „პადოკ-კლუბის“) და არც სარეკლამო ბანერებიდან.
ამ ჩამონათვალიდან მიღებული ფული პირდაპირ ეგზავნება „ფორმულა 1-ის“ ლეგენდარული უფროსის ბერნი ეკლსთოუნის კომპანია “F1 Group”-ს.
სინგაპურის გამოცდილება, რომელშიც ასევე ქალაქის ქუჩებში ატარებენ „ფორმულა-1“-ის გრან-პრის, აზერბაიჯანისთვის შეიძლება საუკეთესო მაგალითად გამოდგეს.
რაჰმან გაჯიევის ნაამბობით, იმისთვის, რომ სრული მასშტაბით მიეღო სარგებელი ამ სამდღიანი მოვლენიდან, სინგაპურის მთავრობამ ამ ღონიძიების ეგრეთ წოდებულ „გრან-პრის სეზონამდე“ გაფართოების იდეა წამოაყენა, რომელიც ორ კვირას გრძელდება და უახლოესი ქვეყნებიდან, როგორიცაა – ავსტრალია, ჩინეთი, ინდოეთი… ტურისტების მოზიდვას ემსახურება
სინგაპურის ტურიზმის საბჭო – სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც გრან-პრის კოორდინაციით არის დაკავებული, ფაქტობრივად „ტუმბავს“ ქალქს ადრენალინითა და ბევრი თვშესაქცევი მოვლენით, ძირითადად ტურისტულ ზონებში – მდინარე სინგაპურის გასწვრივ გასართობი ღონისძიებებისა და მოვლენების, ღამის სისხლსავსე ცხოვრების მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე.
შეიძლება თუ არა აზერბაიჯანიც ამ გზას რომ დაადგეს?
ნიგიარ არპადარაი ამბობს, როდესაც იმ შემოსავალზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ქვეყანა-ორგანიზატორი რბოლისგან იღებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პირდაპირ და ირიბ შემოსავლად იყოფა, და მოცემულ შემთხვევაში, ირიბი შემოსავლები პირდაპირს აჭრბებს.
„ჩვენს შემთხვევაში, პირდაპირ შემოსავალს წარმოადგენს კორპორატიული პაკეტებისა და ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა, ხოლო ირიბ შემოსავალს განეკუთვნება „ფორმულა-1“-ის რბოლების მსოფლიოს ტელეარხებზე სამდღიანი ტრანსლაციის დროს, ასევე რბოლისთვის მზადების მთელი პერიოდის განმავლობაში ბაქოს ეტაპის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციითა და ახალი ამბით, ქალაქისა და ქვეყნის რეკლამით მიღებული სარგებელი“.