"რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიში" - აშშ-ის კონგრესში საქართველოზე ახალი კანონპროექტი წარადგინეს
გაზიარება
გაზიარება
ახალი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოზე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ.
დოკუმენტის ოფიციალური აღწერის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, მომზადდეს ანგარიში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საქართველოში, ასევე სხვა “დაკავშირებულ საკითხებზე”.
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინეს და იმავე დღეს განსახილველად გადაეცა House Foreign Affairs Committee-ს.
ინიციატივის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, ხოლო კოსპონსორობას უწევს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
ამ ეტაპზე კანონპროექტი საკანონმდებლო პროცესის საწყის ეტაპზეა და ჯერ მხოლოდ კომიტეტში განიხილება. დოკუმენტი არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ სანქციებს ან სხვა უშუალო ზომებს და მისი მთავარი მიზანია შესაბამისი ინფორმაციისა და შეფასების მომზადება.