Meydan TV-ის დაპატიმრებული ჟურნალისტები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში
გაზიარება
გაზიარება
ჟურნალისტების მიმართ ძალადობა აზერბაიჯანში
ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორის საკანში Meydan TV-ის სამი ჟურნალისტი, აისელ უმუდოვა, ხაიალა აგაევა და აიტაჯ ტაპდიგი, სავარაუდოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, როცა ათამდე თანამშრომელმა, იზოლატორის უფროსის მოადგილის, ჯავიდ გულალიევის ხელმძღვანელობით, მათი საკანი გაჩხრიკა.
ინციდენტი, რომელიც 16 თებერვალს მოხდა, უკავშირდება მათ პროტესტს სასამართლო სხდომაზე, სადაც მათ წინასწარი დაკავების იზოლატორის მინაზე ხელის დარტყმითი გამოხატეს შეშფოთება თავიანთი უფლებების დარღვევის გამო. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ჩხრეკა შესაძლოა ყოველკვირეულად განმეორდეს და მათი დაცვის უფლება კვლავ საფრთხის ქვეშაა.
Meydan TV-ის ჟურნალისტები 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ კონტრაბანდას ეხება. მათი დაკავება, მედიის შეფასებით, უკავშირდება კრიტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო მიმდინარე ინციდენტი წარმოადგენს უკმაყოფილებას მათი უფლებების დარღვევის და არასათანადო მოპყრობის გამო.
ჯავიდ გულალიევმა განმარტა, რომ ჩხრეკა ვიდეოთვალთვალის ქვეშ და მხოლოდ ქალთა მონაწილეობით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ინციდენტის დროს საკანში იმყოფებოდა მამაკაცი პერსონალიც, რაც მოქმედი რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს.
ჟურნალისტების თქმით, მათ პირადი ნივთების ხელით ჩხრეკა გააპროტესტეს, რის შემდეგაც ისინი ძალით გამოიყვანეს საკნიდან, ხელები გადაუგრიხეს და თავები იატაკზე დაადებინეს. ადგილზე ციხის 20-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფებოდა. აიტაჯ ტაპდიგი ზურგზე გადაგრეხილი ხელებით ეზოში გადაიყვანეს, ხოლო ხაიალა აგაევა ტელეფონის ოთახში; ამ დროს მათ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
ინციდენტის დროს ჩაწერილი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დაცულია დაკავების ცენტრის ხელმძღვანელის, ელნურ ისმაილოვის პირად ანგარიშზე, ადასტურებს ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტები მოითხოვენ: ჯავიდ გულალიევის პასუხისგებაში მიცემას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ძალადობისთვის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადახედვას, ომბუდსმენის, საბინა ალიევას, დაუყოვნებელ ვიზიტს იზოლატორში და ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას.